|
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი"
პრეს-რელიზი
ოქტომბერი, 2012 წ.
ქუთაისი |
„ქალთა ჯგუფების ადგილობრივ ხელისუფლებასთან
დიალოგიდან - ურთიერთქმედებამდე"
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 სექტემბრამდე, დასავლეთ საქართველოში, ფონდი „სოხუმი" ახორციელებს პროექტს „ქალთა ჯგუფის ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგიდან - ურთიერთქმედებამდე".
პროექტი დაფინანსებული საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სელჩოს მიერ. ის მიზნად ისახავს ფონდის „ამომრჩეველ ქალთა ლიგის" ძლიერი და ორგანიზებული ქსელის შექმნით და ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებთან დიალოგის გაფართოებით დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, ბათუმი) ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვას.
პროექტის პირდაპირი ბენეფიციარებია ამომრჩეველ ქალთა 8 კლუბის წევრები, 240 ქალზე მეტი.
პროექტის განხორციელების შემდეგ, არაერთი სასიცოცხლო საკითხის მოგვარებით, სარგებელს მიიღებს ამ ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა; თავად ქალთა ჯგუფი რომელიც გახდება უფრო ძლიერი, ცნობადი, მოთხოვნადი, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს თანაბარ გენდერულ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც დაამყარებს მჭიდრო თანამშრომლობას საზოგადოებასთან და ასახავს მათ რეკომენდაციებს თავის საქმიანობაში; პროექტში ჩართული იგპ ქალები, რამეთუ პროექტი მათ სოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ღირებული ხდება სხვადასხვა ჯგუფებისათვის შესაბამისი განათლების მიცემის, ინიციატივების ჩამოყალიბებაშ დახმარების გაწევის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგის ხელშეწყობის, ადგილობრივი მოსახლეობისა და იგპ-ებისათვის საჭირბოროტო საკითხების კვალიფიციური ადვოკატირების საკითხი.
ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველთა ქალთა ლიგა, რომელიც აერთიანებს 8 კლუბს, აქტიურად ჩართავს ამ პროექტში თავის აქტივისტებს. ისინი გაივლიან შესაბამის ტრენინგებს, შეისწავლიან ადგილობრივი თემის პრობლემებს, ჩამოაყალიბებენ სამოქალაქო ინიციატივებს და წინადადებებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე.
პროექტის მონაწილეები დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, რათა მოხდეს ამ ინიციატივების შეჯერება, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქსა და რაიონში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად პანელურ დისკუსიებზე ისინი განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, არასმთავრობო ორგანიზაციების, სახელისუფლებო სტრუქტურების მონაწილეობით.