„მე რომ თავის დროზე ფსიქოლოგი მყოლოდა გვერდით, ბევრად ადვილად მოვერეოდი ჩემს პრობლემებს, ჩემი სულიერი მდგომარეობაც ბევრად უკეთესი იქნებოდა".
- ეს აღსარება ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე გაისმა. აქ შეკრებილი ქალბატონები ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს („ბოლო წლებში თობათაშორისი გაუცხოების მაგალითები საგანგაშო გახდა. ბებია-შვილიშვილების კონფლიქტის თემამ ყბადაღებულ „რძლ-დედამთილიანსაც" კი გაუსწრო"). ზოგჯერ კრიტიკასაც არ ერიდებიან („ჩვენი აზრით, NGO გარკვეული დოზით აწოდებს ძალადობის პრობლემაზე ინფორმაციებს მოქალაქეებს, მაგრამ სახელმწიფომაც უკეთ უნდა დაარეგულიროს სხვადასხვა მექანიზმების მოქმედება, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალური სააგენტოების მუშაობის გაუმჯობესებას").
ცენტრებში დაკავებული სპეციალისტები - იურისტი, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი - თავის ინტერვიუებში ბენეფიციარების საჭიროებებზე საუბრობენ, მიღებულ რეზულტატებს აფასებენ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |