ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 25

 ქუთაისში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე შეკრებილთა მოთხოვნით ყურადღება გამახვილდა მშობლის უფლებების ჩამორთმევაზე. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ რეაგირებს კანონი აღნიშნულ შემთხვევაში. შეიძლება თუ არა ალიმენტის გადახდა დაევალოს დედას, რომელმაც უარი განაცხადა შვილების აღზრდაზე, მოვლასა და პატრონობაზე.

წყალტუბოში ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკრეტული საკითხები არ დასმულა, მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალი ბინების დაკანონების შემდეგ წარმოიშვა. საკითხი ეხებოდა ფართის უკმარისობას, უხარისხო რემონტს და სხვა.   

ხონში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეები დაინტერესდნენ, რამდენად არის შესაძლებელი გვარის გამოცვლა. იურისტის განმარტებით, სახელის და გვარის გამოცვლა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია და ის სასამართლოს პრეროგატივაა.

ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც მეუღლისგან განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ინდივიდუალურად მიიღო კონსულტაციები. მას მიეწოდა ინფორმაცია კანონით მინიჭებულ უფლებებზე.

შეკრებილთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იურისტის კონსულტაციებს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ შეხვედრებიდან სწავლობენ, როგორ იმოქმედონ საჭიროების დროს, რის საშუალებას აძლევს მათ მოქმედი  კანონმდებლობა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 991 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2012


„რა სჭირდება ქალს ბედნიერებისათვის" - ამ თემით ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა სხვადასხვა კოლექტიური ცენტრები მოიარა.

დევნილი ქალები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. რადგან არ არსებობს ბედნიერების რეცეპტი. თუმცა, გარკვეული მოსაზრებები მაინც დაფიქსირდა. მათი აზრით, როცა ქალს გვერდით ჰყავს ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე, შვილები და ფინანსურადაც მეტნაკლებად უზრუნველყოფილია, ასეთი ქალის მდგომარეობა მიახლოებულია ბედნიერებასთან.

სენაკში და ფოთში აღნიშნული თემის განხილვა სხვა მიმართულებით განვითარდა. მონაწილეები ხაზს უსვამენ ოჯახური კონფლიქტების აქტუალობას და ასკვნიან, სანამ ქალი ოჯახში პოტენციურ მსხვერპლად მოიაზრება, სანამ მისი უფლებები შეზღუდულია, - საუბარი ქალის ბედნიერებაზე  ნაადრევია.

შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის,სენაკის, ფოთის, ხონის, ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.მასში ორასამდე ქალმა მიიღო მონაწილეობა.

ამავე ცენტრებში ფსიქოლოგმა რამდენიმე ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარა, ქალებმა მიიღეს რჩევები, როგორ დააღწიონ თავი სტრესის შედეგად მიღებულ დეპრესიას, როგორ დაძლიონ ესა თუ ის პრობლემა.

მონაწილეები ფსიქოლოგთან შეხვედრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ,  მიიჩნევენ, რომ ამ შეხვედრების შემდეგ შინაგანად მშვიდდებიან და უფრო საღად, უფრო რეალურად მოქმედებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1242 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.10.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0