ძალადობის თემაზე შექმნილი ექვსი სხვადასხვა სცენარი. - ასეთი რეპერტუარით წარსდგა ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა და
პედაგოგთა დიდი ნაწილი შეიკრიბა.
მონაწილეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები დაასახელეს:
- თუ ყველაფერს ცივი გონებით გავაანალიზებთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ემოციები ასეთ დროს გვერდზე უნდა გადავდოთ.
- ძალადობა ყოველთვის ცუდად მთავრდება, ამიტომ მანამდე უნდა ვიყოთ აქტიურები, სანამ ნეგატიურ შედეგებს მივიღებთ.
- თუ მსხვერპლის როლში საკუთარ თავს წარმოვიდგენთ. მაშინ უფრო გაგვიადვილდება პრობლემის მოგვარება.
ახალგაზრდები საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ცვლილება და არაძალადობრივი საზოგადოების შექმნა მათი აქტიურობით უნდა მოხდეს, რისთვისაც ისინი მზად არიან. |