შაბათი, 27.04.2024, 07:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 25 » ბედნიერების რეცეპტი ქალებისათვის - თემა ფსიქოლოგთან ერთად განიხილება
11:41
ბედნიერების რეცეპტი ქალებისათვის - თემა ფსიქოლოგთან ერთად განიხილება


„რა სჭირდება ქალს ბედნიერებისათვის" - ამ თემით ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა სხვადასხვა კოლექტიური ცენტრები მოიარა.

დევნილი ქალები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. რადგან არ არსებობს ბედნიერების რეცეპტი. თუმცა, გარკვეული მოსაზრებები მაინც დაფიქსირდა. მათი აზრით, როცა ქალს გვერდით ჰყავს ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე, შვილები და ფინანსურადაც მეტნაკლებად უზრუნველყოფილია, ასეთი ქალის მდგომარეობა მიახლოებულია ბედნიერებასთან.

სენაკში და ფოთში აღნიშნული თემის განხილვა სხვა მიმართულებით განვითარდა. მონაწილეები ხაზს უსვამენ ოჯახური კონფლიქტების აქტუალობას და ასკვნიან, სანამ ქალი ოჯახში პოტენციურ მსხვერპლად მოიაზრება, სანამ მისი უფლებები შეზღუდულია, - საუბარი ქალის ბედნიერებაზე  ნაადრევია.

შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის,სენაკის, ფოთის, ხონის, ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.მასში ორასამდე ქალმა მიიღო მონაწილეობა.

ამავე ცენტრებში ფსიქოლოგმა რამდენიმე ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარა, ქალებმა მიიღეს რჩევები, როგორ დააღწიონ თავი სტრესის შედეგად მიღებულ დეპრესიას, როგორ დაძლიონ ესა თუ ის პრობლემა.

მონაწილეები ფსიქოლოგთან შეხვედრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ,  მიიჩნევენ, რომ ამ შეხვედრების შემდეგ შინაგანად მშვიდდებიან და უფრო საღად, უფრო რეალურად მოქმედებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1223 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0