პარასკევი, 19.04.2024, 07:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » ივლისი » 5 » ქსელური შეხვედრები - გამოცდილების გასაზიარებლად
12:30
ქსელური შეხვედრები - გამოცდილების გასაზიარებლად

ქსელური შეხვედრები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა კლუბების მუშაობაში, რომ უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა  ბათუმის ქალთა კლუბის წარმომადგენლებს - ეთერ დიასამიძეს, ჟუჟუნა დავითაძესა და მერი ცინცაძეს უმასპინძლეს.

შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში - კითხვა-პასუხის რეჟიმში  ჩატარდა.

ბათუმელი ქალბატონები დაინტერესდნენ თუ რა სოციალური პროგრამები და სიახლეებია ქალაქ ოზურგეთში...

ოზურგეთში  მიმდინარე კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებზე ჟურნალისტმა ციცი კურპაძემ ისაუბრა. ქეთევან ქადიეშვილმა და ნინო ნიკოლაიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე (უმუშევრობა, მიგრაცია, უხარისხო წყალი...) და მათი გადაჭრის გზებზე...

 ბათუმელმა ქალბატონებმა ადვოკატირების ჯგუფის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადაჭრილ პრობლემებზე ისაუბრეს,  თამარის დასახლებაში როგორ მოგვარდა თავმოხდილი ჭების საკითხი, შეკეთდა ლიფტები...

დასასრულს, მონაწილეებმა  მსგავსი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

  -ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ, მსგავსი შეხვედრების მეტი სიხშირით ჩატარება აუცილებლად მიმაჩნია.

- საინტერესოა იმის მოსმენა, როგორ აგვარებენ სხვა რეგიონის ქალები ამა თუ იმ პრობლემებს.

ქსელური შეხვედრები ისევ გაგრძელდება. ამჯერად სხვა კლუბების წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს. 

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1530 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0