|
ოცდაათ იანვარს ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გაიმართა, რომელსაც ფონდის აქტივისტები, ექსპერტები დაესწრნენ.
გადაცემაზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, ზრდის თუ არა ქალთა შანსებს პოლიტიკაში მოსასვლელად დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესაძლებლობა, რასაც დღემდე ბევრი მათგანი ერთერთ სერიოზულ ბარიერად მიიჩნევდა;
დაფიქსირდა, რომ ბოლო არჩევნებთან შედარებით ბევრი მექანიზმი გაჩნდა, რომელიც ამყარებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის - გენდერული თანასწორობის კანონი; რეზოლუცია 1325-ისა და გენდერული თანასწორობის კანონის შესრულების ნაციონალური სამოქმედო გეგმები და ა.შ.
„მივესალმებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს და ვისურვებთ, რომ მას მოყვეს რეალური ნაბიჯები ქალთა მხარდაჭერისათვის, რადგან ქალთა უფრო მეტი გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენი შვილების მომავალს", - ითქვა გადაცემაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
|
|
ახალი დიზაინი, ახალი სათაური, ახალი შინაარსი - ასეთია ჟურნალი „ქალთა ხმა - ქალი და დემოკრატია", რომელიც განაგრძობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის პოპულარიზაციის ექვსწლიან ტრადიციას.
ჟურნალის პირველი ნომრის თემაა ამომრჩეველ ქალთა ლიგის თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ჟურნალის ფურცლებზე დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის საკრებულოთა ხელმძღვანელები ქალთა აქტიურ მონაწილეობაზე ლაპარაკობენ, აშკარად იგრძნობა თანამშრომლობის სურვილი. ქალთა ლიგის წევრები კი მზად არიან, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ პრობლემების მოგვარების პროცესში სასიკეთო ცვლილებებისათვის.
უფრო კონკრეტულად - მკითხველს ჟურნალის გაცნობას ვურჩევთ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
|
|
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა „სასწავლო ცენტრში" მცხოვრებ დევნილთა პრობლემები განიხილეს: „კომპაქტურ ჩასახლებაში ავტოფარეხების აღებამ - ეზოს დაბინძურება, დაჭაობება გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. არის შემთხვევები, როდესაც ჭაობში ბავშვები და მოხუცები ვარდებიან, მცირე სახის ფიზიკურ დაზიანებებსაც ჰქონდა ადგილი",-ითქვა შეხვედრაზე.
კლუბის წევრებმა, აღნიშნული პრობლემის უახლოეს მომავალში გადაჭრის მიზნით, ქალაქის მერიას განცხადებით მიმართეს.
პროექტის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებული 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე, ცვლილება ორგანულ კანონში („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ"): „ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით."
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, ყველა ის ცვლილება, რომელიც კანონშია ჩადებული ქალთა გააქტიურებასა და გენდერულ ბალანსზე დადებითად იმოქმედებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
905
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
30.01.2012
|
|
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებულ 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმას. ასევე, ცვლილებას ორგანულ კანონში - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ", კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ ათ კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე ორი ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე 10% -ის ოდენობით დანამატს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების აზრით, ორგანულ კანონში ცვლილებები გენდერული ბალანსის სრულყოფას შეუწყობს ხელს.
კლუბის შეხვედრაზე აქცენტი ქუთაისში, 17-18 იანვარს ჩატარებულ ტრენინგზე გაკეთდა: „ტრენინგმა თემაზე - „ადვოკატირება-სამოქალაქო ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება" - დიდი ცოდნა შეგვძინა. შევისწავლეთ ის მეთოდები, რომლებიც პრობლემების წარმატებულად გადაჭრაში დაგვეხმარება". - აღნიშნა კლუბის წევრმა მარი პაპიძემ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
927
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
30.01.2012
| |