შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა, ოცდაათამდე დევნილი თუ ადგილობრივი ქალი დაესწრო
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლი სამოქმედო გეგმის შესახებ.
პროექტის ასისტენტმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს გააცნო ორგანულ კანონში ( „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ) მიღებული ცვლილება, კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10 პროცენტის ოდენობით. ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, კანონში ჩადებული ცვლილებები ქალთა აქტიურობასა და შესაბამისად გენდერულ ბალანსზე პოზიტიურად აისახება.
დასასრულს გიმნაზიის დირექტორმა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერმა ქალბატონმა მანანა ნაჭყებიამ მონაწილეებს პალესტინასა და ბეთლემში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |