თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა „სასწავლო ცენტრში" მცხოვრებ დევნილთა პრობლემები განიხილეს: „კომპაქტურ ჩასახლებაში ავტოფარეხების აღებამ - ეზოს დაბინძურება, დაჭაობება გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. არის შემთხვევები, როდესაც ჭაობში ბავშვები და მოხუცები ვარდებიან, მცირე სახის ფიზიკურ დაზიანებებსაც ჰქონდა ადგილი",-ითქვა შეხვედრაზე.
კლუბის წევრებმა, აღნიშნული პრობლემის უახლოეს მომავალში გადაჭრის მიზნით, ქალაქის მერიას განცხადებით მიმართეს.
პროექტის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებული 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა. ასევე, ცვლილება ორგანულ კანონში („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ"): „ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით."
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, ყველა ის ცვლილება, რომელიც კანონშია ჩადებული ქალთა გააქტიურებასა და გენდერულ ბალანსზე დადებითად იმოქმედებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |