ფონდი „სოხუმის" ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე - „ადვოკატირება - სამოქალაქო ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება". მასში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის ამომრჩეველ ქალთა ლიგის ადვოკატირების ჯგუფების 24 წევრმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეთა შორის იყვნენ სტუდენტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს ჯგუფებში.
მონაწილეები ადვოკატირების ცნებას, ეტაპებსა და ამ პროცესში განსახორციელებელი ეფექტური ქმედებების განსაზღვრის მეთოდებს გაეცნენ.
ქალაქების მიხედვით ჯგუფური მუშაობისას მონაწილეებმა დაასახელეს თითო პრობლემა და მის გადასაჭრელად სტრატეგია შეიმუშავეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ჯგუფების პრეზენტაციების შემდეგ გამართული დისკუსიები.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა ადვოკატირებისთვის საჭირო ახალი უნარ-ჩვევები შეიძინეს, სამომავლო ერთობლივი სამუშაოები დაგეგმეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგის მსვლელობა ტელეკომპანია „რიონმა" გააშუქა. |