ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე დაისვა წყლით მომარაგების საკითხი. ვინაიდან მოსახლეობას წყალი დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათით მიეწოდება, ადვოკატირების ჯგუფი თებერვალში წყალმომარაგების პრობლემაზე იმუშავებს.
შეხვედრაზე დევნილთა განსახლების საკითხებზეც გაიმართა დისკუსია.
პროექტის ასისტენტმა კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ორგანულ კანონში („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ") შეტანილ ცვლილებებზე, კერძოდ, ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ ათ კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე ორი ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე 10%-ის ოდენობით დანამატს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სახის ცვლილებები ქალთა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურობის ზრდას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |