ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქალაქის მერიაში შედგა.
კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას სასმელი წყლის, სადაზღვევო პოლისებისა და ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა. მიუხედავად პრობლემების სიმწვავისა, მათი გადაჭრისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრები გაეცნენ ინფორმაციებს - რეზოლუცია 1325 - სამოქმედო გეგმა და ცვლილება კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დოკუმენტების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა აუცილებელია და მნიშვნელოვანი. |