კვირა, 24.11.2024, 01:44
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აგვისტო » 30

აფხაზეთიდან დევნილებით ჩასახლებულ ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში  ფსიქოლოგთან 8 ჯგუფური შეხვედრა ჩატარდა, რომლებსაც 18-დან 48-წლამდე ასაკის  67 ქალი ესწრებოდა.

შეხვედრებზე  ფსიქოლოგმა ისაუბრა ქალებისათვის საინტერესო თემაზე-ტყუილი,   რატომ მიმართავენ ადამიანები ტყუილს.

 -ხშირად იმიტომ, რომ გვინდა შედარებით უკეთესი წარმოდგენა შევიქმნათ საკუთარ თავზე; ხშირად-შიშის, ზრდილობის თუ მოვალეობის გრძნობათა გამო, რათა არ ვაწყენინოთ სხვებს და გავექცეთ ემოციებით გამოწვეულ ტკივილს. ჩვენ ვმალავთ, არ ვამბობთ სათქმელს ბოლომდე,  თავს ვიკავებთ, ერთ ინფორმაციას ვცვლით მეორეთი. ყოველთვის ბოლომდე გააზრებულად არ ვიქცევით.  არ შეგვიძლია, არ მოვიტყუოთ,-ამბობს ფსიქოლოგი.

შეხვედრების თემამ დევნილ ქალებში  აზრთა საინტერესო გაცვლა გამოიწვია.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 937 | დაამატა: admin | თარიღი: 31.08.2011

 
 

 წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი მრგვალი მაგიდა ჩატარდა  აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში.

ამჯერად განხილვის საგანი ფონდი „სოხუმის" მონიტორ ქალთა ჯგუფის მიერ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  2011 წლის ბიუჯეტის გენდერული ასპექტების  გათვალისწინებით ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში იყო ( ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში).

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა მონიტორინგის ჯგუფი, საკრებულოსა და ფონდი "სოხუმის”  წარმომადგენლები,  დევნილი და ადგილობრივი საზოგადოება, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი წყალტუბოში, ჟურნალისტები. ასევე შვედეთის ქალთა ფონდის „Kvinna Till Kvinna"-ს კოორდინატორი საქართველოში მარი ვირდე.

მონიტორებმა წამოადგინეს  მოკლე ანგარიში - რა მიმართულებით ჩატარდა  მონიტორინგი, როგორ იყო გათვალისწინებული გენდერული ასპექტები, რა გამოვლინდა ჩატარებული მუშაობის შედეგად. რის შემდეგაც მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა.

საკრებულოს წარმომადგენლებმა კარგი შეფასება მისცეს ფონდ „სოხუმის" მიერ ჩატარებულ მუშაობას, მონიტორინგის ჯგუფის ქალების მაღალ პროფესიონალიზმს და წარმოდგენილი რეკომენდაციებისადმი  თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს.

პირველ რიგში მათ განმარტეს: წყალტუბოს სოციალური პაკეტი მიზერული მთლიან ბიუჯეტთან შედარებით, რადგან ეს რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მცირეშემოსავლიანი მთელ საქართველოში, რაც წლების განმავლობაში მოშლილი საკურორტო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული. ძირითადად მისი შევსება ცენტრალიზებული ტრანსფერებით ხდება, რომელსაც თანხის დახარჯვის შესახებ  რეკომენდაციაც ახლავს.

მომავალში დაგეგმილია საკურორტო ინფრასტრუქტურის სერიოზული აღორძინება, ომლის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ბიუჯეტი და შესაბამისად  სოციალური პაკეტების შინაარსი შეიცვლება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარში გამოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ მოქალაქეთა პრობლემებს. გამოვლინდა ნეგატიური დამოკიდებულება სადაზღვეო კამპანიების მომსახურების ხარისხისადმი.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეეხნენ იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება: პირველ რიგში ეს ქალთა  პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისა ხელშეწყობაა ბაზრის ახალი მოთხოვნების შსაბამისად.

ღონისძიება მედიასაშუალებებისათვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა, რაც ტელეკომპანია „რიონის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში აისახა.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1223 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2011


ფონდი „სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის გარშემო დასავლეთ საქართველოს 7 ქალაქის (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი)  ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები შეიკრიბნენ.

ამომრჩეველ ქალთა ლიგის ერთწლიანი მუშაობა დადებითად შეფასდა. ჩატარებული  ვორკშოპების- ადვოკატირება და ლობირება, ლიდერი და მისი გუნდი, მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში-შედეგად  ქალთა აქტიურობის და ინფორმირებულობის დონე ამაღლდა. შეიქმნა ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფები, რომელთაც შეძლეს   ელექტროენერგიით, წყლით მომარაგებისა და სხვა საყოფაცხოვრებო    პრობლემების  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაჭრა. გამოიცა საინფორმაციო კალენდარი, რომელიც ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობას ასახავს. ჩატარდა ბევრი კულტურული თუ გაცვლითი ღონისძიება.

მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემებმა-პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი,  კანონის გენდერული თანასწორობის შესახებ (სამოქმედო გეგმა) გაცნობა და ანალიზი.

დღის ბოლოს ჩატარდა ჯგუფური  სამუშაო-საპარლამენტო არჩევნები-პრობლემები და გადაჭრის გზები.

შეხვედრას ესწრებოდა ფონდი „სოხუმის" დონორი შვედური ორგანიზაციის - „Kvinna Till Kvinna"-ს წარმომადგენელი მარი ვირდე.

- მიხარია, რომ ვარ თქვენთან. დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ფონდ „სოხუმთან".  ჩვენი მიზანია, მეტი ქალი ლიდერი იყოს, რათა მსოფლიოში მივაღწიოთ მშვიდობას! ვგეგმავთ ვორკშოპებსა და ტრენინგებს ქალბატონებისათვის საქართველოს სხვდასხვა რეგიონში,-აღნიშნა მარი ვირდემ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 996 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.08.2011

ტრადიციისამებრ, თვის ბოლოს დაიბეჭდა ჟურნალი „ქალთა ხმა", რიგით მეოთხე ნომერი.

ჟურნალში ასახულია ფონდი „სოხუმის" საქმიანობა და ამ საქმიანობის გავლენა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ ღონისძიებებში.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფსიქოლოგის მუშაობას, რადგან ეს ფონდის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ბლოკია და, როგორც სტატიებიდანაც ჩანს, იზრდება ნდობა ფსიქოლოგის მიმართ. აქვე დაბეჭდილია ფსიქოლოგის რჩევა „როგორ გავთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან", რამაც დაბეჭდვის პროცესშივე მიიპყრო მკითხველთა  ყურადღება.

მთლიანობაში ჟურნალი აღწევს მიზანს - აჩვენოს მკითხველს ის ცვლილებები, რაც უკვე ხდება ქალთა ცხოვრებაში და გაზარდოს მოტივაცია ახალი აქტიურობისა და ცვლილებებისათვის.  
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 958 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2011

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი და ხურჩა) იურიდიული კონსულტაციები გრძელდება. შეხვედრების მონაწილეთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. სხვადასხვა იურიდიული საკითხებით დაინტერესებულთა შორის არიან არა მარტო ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც.

აგვისტოს თვეში  ჩატარებული იურიდიული კონსულტაციები განსახლების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და სოციალური სუბსიდიების თემებს მოიცავდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 948 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 45
სტუმარი: 45
მომხმარებელი: 0