ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აგვისტო » 30 » მრგვალი მაგიდა წყალტუბოს საკრებულოში
23:22
მრგვალი მაგიდა წყალტუბოს საკრებულოში

 
 

 წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი მრგვალი მაგიდა ჩატარდა  აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში.

ამჯერად განხილვის საგანი ფონდი „სოხუმის" მონიტორ ქალთა ჯგუფის მიერ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  2011 წლის ბიუჯეტის გენდერული ასპექტების  გათვალისწინებით ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში იყო ( ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში).

მრგვალ მაგიდას ესწრებოდა მონიტორინგის ჯგუფი, საკრებულოსა და ფონდი "სოხუმის”  წარმომადგენლები,  დევნილი და ადგილობრივი საზოგადოება, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი წყალტუბოში, ჟურნალისტები. ასევე შვედეთის ქალთა ფონდის „Kvinna Till Kvinna"-ს კოორდინატორი საქართველოში მარი ვირდე.

მონიტორებმა წამოადგინეს  მოკლე ანგარიში - რა მიმართულებით ჩატარდა  მონიტორინგი, როგორ იყო გათვალისწინებული გენდერული ასპექტები, რა გამოვლინდა ჩატარებული მუშაობის შედეგად. რის შემდეგაც მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა.

საკრებულოს წარმომადგენლებმა კარგი შეფასება მისცეს ფონდ „სოხუმის" მიერ ჩატარებულ მუშაობას, მონიტორინგის ჯგუფის ქალების მაღალ პროფესიონალიზმს და წარმოდგენილი რეკომენდაციებისადმი  თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს.

პირველ რიგში მათ განმარტეს: წყალტუბოს სოციალური პაკეტი მიზერული მთლიან ბიუჯეტთან შედარებით, რადგან ეს რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მცირეშემოსავლიანი მთელ საქართველოში, რაც წლების განმავლობაში მოშლილი საკურორტო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული. ძირითადად მისი შევსება ცენტრალიზებული ტრანსფერებით ხდება, რომელსაც თანხის დახარჯვის შესახებ  რეკომენდაციაც ახლავს.

მომავალში დაგეგმილია საკურორტო ინფრასტრუქტურის სერიოზული აღორძინება, ომლის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ბიუჯეტი და შესაბამისად  სოციალური პაკეტების შინაარსი შეიცვლება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარში გამოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ მოქალაქეთა პრობლემებს. გამოვლინდა ნეგატიური დამოკიდებულება სადაზღვეო კამპანიების მომსახურების ხარისხისადმი.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეეხნენ იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება: პირველ რიგში ეს ქალთა  პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისა ხელშეწყობაა ბაზრის ახალი მოთხოვნების შსაბამისად.

ღონისძიება მედიასაშუალებებისათვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა, რაც ტელეკომპანია „რიონის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში აისახა.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1225 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0