პარასკევი, 29.03.2024, 19:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აგვისტო » 22

შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობა შეფასდა - აღინიშნა, რომ განსაკუთრებით სასარგებლო იყო ჩატარებული ვორკშოპები თემებზე - ადვოკატირება და ლობირება, გაცვლითი შეხვედრები რეგიონებში.

 - საინტერესო და სასარგებლო იყო  ერთი  წლის განმავლობაში ადვოკატირებისა და ლობირების გზით ჩატარებული მუშაობა, მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი პრობლემები დევნილთა სამსახურისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონემდე მიგვეტანა, დავსვით წყლითა და ელექტოროენერგიით მომარაგების პრობლემა, რაც დადებითად გადაიჭრა, - აღნიშნეს კლუბის წევრმა ქალებმა.

ითქვა ისიც, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრობამ ქალებს მეტი სტიმული მისცა აქტიურობისათვის, თავი დააღწიეს ყოველდღიურ ერთფეროვნებას, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და ამბიციურები.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ფონდი „სოხუმის" მუშაობა ქალთა გააქტიურების თვალსაზრისით სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 920 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2011

 
 

22 აგვისტოს  აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში ჩატარდა „მრგვალი მაგიდა" თემაზე - „თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიში გენდერული ასპექტების  გათვალისწინებით (ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში)".

მრგვალ მაგიდას ფონდის მესვეურები, საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ჟურნალისტები, საზოგადოების წევრები დაესწრნენ.

მონიტორების მოკლე ანგარიშის შემდეგ  -  რა მიმართულებით ტარდებოდა მონიტორინგი, როგორი იყო გენდერული მიდგომები ამ კუთხით, რა გამოვლინდა ჩატარებული მუშაობის შედეგად, როგორი იყო სამოქალაქო პოზიციების შესწავლის შედეგები და უკუკავშირი - მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება.

საკრებულოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავისი დამოკიდებულების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციებისადმი, შეეხნენ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია, დადგეს დღის წესრიგში; არის საკითხები, რომლებიც მხოლოდ ლობირების დონეზე შეიძლება იქნეს განხილული. ზოგი საკითხის მიზანშეწონილობას კი ისინი კატეგორიულად არ დაეთანხმნენ და საამისო  არგუმენტაციაც მოიყვანეს. (მაგალითად - მუნიციპალური საავადმყოფოს დაფინანსების საკითხი).

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება. არ არსებობს გენდერულად ბოლომდე ნეიტრალური საკითხი და ის თანამშრომლობა, რომელიც პროექტის განხორციელების მანძილზე არსებობდა საკრებულოსა და ქალთა ფონდს შორის, არის საუკეთესო პრეცედენტი სახელისუფლებო და სამოქალაქო თანამშრომლობისა.

„რამდენიმე წელია, ქუთაისში არსებობს კარგი პრაქტიკა , რაც მდგომარეობს საკრებულოს ბიუჯეტის საზოგადოების ჩართვით ფორმირებაში. გარწმუნებთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოქალაქეების ნების გათვალისწინებას. ყველანაირად ვეცდებით, დღეს გაჟღერებული ქალთა საზოგადოების დაკვეთა შესაძლებლობის ფარგლებში აისახოს საკრებულოს პროგრამებში", - ასეთი იყო საკრებულოს წარმომადგენლების პოზიცია.

ღონისძიების მიმართ დაინტერესება  რეგიონალურმა მედიასაშუალებებმაც გამოხატეს. თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „რიონმა".

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1093 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0