პარასკევი, 19.04.2024, 14:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აგვისტო » 26

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე  კიდევ ერთხელ დაისვა აქტუალური საკითხი - მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს უფასო გამოკვლევების ცენტრის გახსნა.

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურებს წერილობით მიმართა. საკითხი, თავისი სირთულიდან გამომდინარე, განხილვის პროცესშია. კლუბის წევრი ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული სახის უფასო გამოკვლევები მომავალი წლისათვის შესაძლებელი გახდება.

შეხვედრაზე გარემოს დაბინძურების საკითხიც წამოიჭრა. მწვანეთა მოძრაობის კოორდინატორმა მედეა ქობალიამ ისაუბრა იმაზე, თუ რა მავნებლობა მოაქვს  პლასტმასისგან დამზადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს ადამიანისათვის.

- კულტურულ ომს ვუცხადებთ პლასტმასს, რომლის მრავალჯერადი გამოყენებაც იწვევს კანცეროგენულ დაავადებებს! - განაცხადა მედეა ქობალიამ და კლუბის წევრებმაც მხარდაჭერა გამოხატეს. გაჩნდა ინიციატივა, ერთობლივი აქცია მოაწყონ ქალაქში.

კლუბში შეკრებილებმა შეაჯამეს თავიანთი ერთწლიანი მუშაობა, ილაპარაკეს შედეგებსა და ცვლილებებზე. მათ სამომავლოდაც ბევრი საქმე ელოდებათ.  

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 837 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2011

მასტერ-კლასის ჩატარება დევნილ ქალთა და გოგონათა მობილიზაციის, დაახლოების, გააქტიურების და რეაბილიტაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რის შემდეგაც მათ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი უჩნდებათ.

 

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა და გოგონებმა ნამცხვრის მომზადება ისწავლეს.

 

მასტერ-კლასის დროს მონაწილეები ნამცხვრის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს გაეცნენ. მიიღეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა გამოაცხონ ნამცხვარი ისე, რომ  ფაფუკი და გემრიელი გამოვიდეს.

მომზადების პროცესში მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ და ბოლოს ნამცხვარიც ერთად დააგემოვნეს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მასტერ-კლასები | ნანახია: 880 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0