კვირა, 24.11.2024, 02:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აგვისტო » 31

აგვისტოში კლუბის-მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე 3 შეხვედრა ჩატარდა ფონდ „სოხუმში", სენაკსა და ხონში. მათი საერთო თემა იყო რა მოგცათ პროექტმა.

კლუბის წევრმა გოგონებმა საინტერესოდ ისაუბრეს  პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე.

- მე, როგორც ისტორიკოსის შვილს, ოჯახშიც მქონდა მიღებული გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ აფხაზეთის თემებზე კლუბში ჩატარებულმა შეხვედრებმა ინტერესი  და ცოდნა გამიღრმავა,-ამბობს სენაკის გოგონათა კლუბის აქტიური წევრი სალომე ძერია.

 ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა სენაკში, სადაც გოგონებმა დაწერეს ესსე თემაზე-რა არის ჩემთვის აფხაზეთი.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1034 | დაამატა: admin | თარიღი: 01.09.2011

ლიდერთა სკოლის ტრენინგები ფონდ „სოხუმში" სამი დღე გრძელდებოდა. „კონფლიქტი და ქალის როლი კონფლიქტში"-ტრენინგების ამ საერთო თემის  განხილვაში ლიდერთა სკოლის გოგონები აქტიურობდნენ.

- ქალს, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობითა და შორსმჭვრეტელობით, შეუძლია კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა;

-კონფლიქტი იმდენად ხშირი მოვლენაა ჩვენს რეალობაში, რომ უფრო მეტის გაგება გვსურს მის შესახებ, რათა მშვიდობიანად შევძლოთ გადაწყვეტა,-ამბობენ ტრენინგის მონაწილე გოგონები.

ლიდერთა სკოლის გოგონებმა სურვილი გამოთქვეს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში საკუთარი  წვლილის შეტანისა.

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა პიროვნების ლიდერულ თვისებებზე. გოგონების აზრით, ურთიერთობებს პიროვნული თვისებები განაპირობებს. ლიდერს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ხელში აყვანა, გრძნობების, ემოციების მართვა.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 960 | დაამატა: admin | თარიღი: 31.08.2011

აგვისტოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში რეპროდუქტოლოგთან ექვსი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრების თემა იყო: ორსულობა,ორსულთა მოვლა; ჰიპერტონიული დაავადებები, სასქესო ორგანოების ინფექციური დავადებები.

რეპროდუქტოლოგთან შეხვედრებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გარუჯვასთან დაკავშირებულმა თემებმა (გარუჯვა-დადებითი და უარყოფითი შედეგები; ლეღვით გარუჯვა-ჯანმრთელობისათვის საშიში საქმიანობა), აგრეთვე

ყურადღება გამახვილდა შემდეგ დავაადებებზე: სოკო და მასთან დაკავშირებული პრობლემები; გენეტიკური დაავადებები (ყრუ-მუნჯობა და სხვა).

 

შეხვედრის მონაწილეებს ხშირად ურიგდებათ შესაბამისი სამედიცინო ლიტერატურა, საინფორმაციო ფურცლები,რომელთა დახმარებითაც ისინი ეცნობიან სიახლეებს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 893 | დაამატა: admin | თარიღი: 31.08.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0