ამომრჩეველ ქალთა კლუბს თბილისის ევროპული უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტები და პედაგოგები შემოემატნენ.
აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა, სხვადასხვა თაობის, პროფესიის ქალბატონმა ერთობლივად განიხილა აქტუალური პრობლემები (სოციალური, ჯანდაცვის ) ისაუბრეს გადაჭრის გზებზე.
ერთ-ერთი გაცვლითი შეხვედრის მონაწილემ ირმა კახიძემ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა დამსწრეთ:
- ფონდმა „სოხუმმა" კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქა. მოვინახულეთ დიდი ქართველი მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი ოზურგეთში. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ნაყოფიერია და უფრო მეტი სიხშირით უნდა ტარდებოდეს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ვორკ-შოპი თემაზე- ლიდერი და მისი გუნდი. ქალბატონები გაეცვნენ ლიდერის ტიპებს. მონაწილეებმა გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)