ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრასადგილობრივი პრესის - გაზეთ „წყალტუბოს" წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მედიის როლი პრობლემების ადვოკატირებაში მართლაც მნიშვნელოვანია.
ამომრჩეველ ქალთა კლუბზე კიდევ ერთხელ დაისვა ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემები - მონაწილეები თვლიან, რომ უნდა დაწესდეს სატრანსპორტო შეღავათები დევნილი სტუდენტებისათვის - ამ მიზნით ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართავს.
შეხვედრის მეორე ნაწილში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „ლიდერი და მისი გუნდი".ერთ-ერთი მონაწილის, მზია მუშკუდიანის აზრით, სასარგებლო და საინტერესო დღე იყო.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი პრობლემების გადაჭრისათვის.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)