კვირა, 24.11.2024, 00:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » იანვარი » 31

31 იანვარს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული გადაცემა გავიდა.

გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია პროექტის ახალ ეტაპზე, რომელშიც გარდა წინა წელს განხორციელებული აქტივობებისა, გაჩნდა ახალი ვექტორები. მათ შორის ქალთა მობილიზაციის გააქტიურება ფონდი „სოხუმის" მიერ დაარსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში; ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მეტი თანამშრომლობა.

ფონდის ექსპერტ-იურისტებმა ისაუბრეს ახალ ცვლილებებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ითვალისწინებს ჯარიმას მოძალადისათვის 500-დან 1000 ლარამდე. საუბარი შეეხო კონკრეტულ დახმარებას, რომელიც ექსპერტ იურისტთა ჯგუფის მიერ იქნა გაწეული ბენეფიციარებისათვის.

„მე ვიბრძოლებ ჩემი ხვალინდელი დღისთვის" - ეს სიტყვები ფსიქოლოგის შეხვედრის მონაწილე გოგონას ინტერვიუდანაა. რესპონდენტები ერთხმად აღნიშნავენ ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობას.

გადაცემაში  ფონდის ახალგაზრდული „ფორუმ-თეატრის" რეჟისორი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგეგმება მაყურებლის მიერ ინიცირებული სცენარების წარმოდგენა და დისკუსიების ახალი ფორმატის დანერგვა.

ჟურნალისტები - რესპონდენტების როლში - ძალადობის თემისადმი მედიის დამოკიდებულებას ეხებიან და თემისადმი უფრო ფაქიზი, პროფესიონალური დამოკიდებულების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ.    

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1199 | დაამატა: admin | თარიღი: 31.01.2011

იანვარში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში,სენაკში და ფოთში გაიმართა შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დღემდე რჩება ქალთა სიკვდილიანობის მიზეზად. ყოველ შეხვედრაზე  ჩვენი სპეციალისტები  ახსენებენ ქალებს, რომ მუდმივად უნდა გაიარონ გინეკოლოგიური შემოწმებები.

მონაწილეთა აზრით, მსგავსი ტიპის შეხვედრები გოგონებთან და ქალებთან აუცილებელია  ქალური დაავადებების რისკის შესამცირებლად.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1141 | დაამატა: moderatori | თარიღი: 31.01.2011

ქუთაისის იგპ ქალთა ჯგუფი, პროექტიდან გამომდინარე, ქუთაისის საკრებულოს მუშაობას დაესწრო. დღის წესრიგის მიხედვით საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა მოსახლეობის ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების საკითხი, გაზიფიცირება, ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი. მონიტორინგის ჯგუფმა აღნიშნა, რომ საკრებულოში მხოლოდ ერთი ქალია და წამყვან ძალას მამაკაცები წარმოადგენენ.

ხონის საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ხონის იგპ ქალთა ჯგუფის წარმომადგენლები. სხდომაზე განხილულ იქნა 11 საკითხი, რომელიც ეხებოდა მუნიციპალიტეტის  გამგეობის სხვადასხვა სამსახურების დებულებების დამტკიცებას. აღსანიშნავია, რომ ხონის საკრებულოში არც ერთი წევრი ქალბატონი არ არის.

იგპ ქალთა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. სხდომაზე უარყოფითად იქნა შეფასებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის" მუშაობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო წყალტუბოს წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. განხილულ იქნა ასევე საკითხი გაუქმებული ბიბლიოთეკების შესახებ, აღინიშნა, რომ მოკლე ხანში მოხდება წიგნების გადანაწილება.  

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1132 | დაამატა: moderatori | თარიღი: 31.01.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0