- საინტერესო და პროდუქტიული - ასე შეაფასეს წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა 17 იანვარს ჩატარებული შეხვედრა.
შეხვედრის პროდუქტიულობა განხილულმა ინფორმაციებმა განაპირობა.
პირველ ნაწილში ფონდი „სოხუმის" იურისტმა კლუბის წევრებს განუმარტა რას გულისხმობს წესი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ და გააცნო ფონდის მიერ შემუშავებული ინიციატივა - არსებულ კანონში დამატების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ქალის უმუშევარობის შემთხვევაში გასაცემი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 600 ლარით.
შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს იგპ ქალების ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების გენდერულ მონიტორინგში.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას უფრო ახლოს იცნობდეს საკრებულოს მუშაობას და იმ პროგრამებს რომელიც ადგილობრივ დონეზე ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |