ზუსტად მიგნებული პრობლემა, მის მოსაგვარებლად ღირს მუშაობა, მოქმედება - ასეთი სიტყვები ისმოდა ქუთაისში ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის" ინიციატივას - დამატებები შეიტანონ კანონ-პროექტში რომელიც ყველა მშობიარისათვის 600 ლარიან ანაზღაურებას გულისხმობს.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვანია ქალთა მხარდაჭერის თვალსაზრისით, იმედს იტოვებენ, რომ ამ ინიციატივას საკანონმდებლო სისტემებში სწორად გაიგებენ და გაითვალისწინებენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |