ფონდი „სოხუმი" მუშაობს ახალ პროექტზე „საზოგადოებრივი მისაღები". რომლის მთავარი მიზანია იურიდიული კონსულტაციების გაწევა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში მცხოვრები დევნილი ქალებისათვის.
თვეში ორჯერ, დევნილ ქალებს საშუალება აქვთ მიაკითხონ „საზოგადოებრივ მისაღებს" და მიიღონ იურიდიული კონსულტაციები.
პირველი შეხვედრები უკვე ჩატარდა. იგპ ქალებმა სხვადასხვა აქტუალური საკითხები დასვეს იურისტებთან. ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები, რა შემთხვევაში იხდიან ალიმენტს, როგორ ხდება ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია და სხვა.
„საზოგადოებრივი მისაღები" მომდევნო თვეებშიც მზად არის კონულტაციების გასაცემად.
პროექტი ხორციელდება გერმანული ორგანიზაცია Filia die frauenstiftung-ის მიერ |