კვირა, 24.11.2024, 00:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » იანვარი » 31 » რადიოგადაცემა “ძველი ქალაქის” ეთერში
19:59
რადიოგადაცემა “ძველი ქალაქის” ეთერში

31 იანვარს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული გადაცემა გავიდა.

გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია პროექტის ახალ ეტაპზე, რომელშიც გარდა წინა წელს განხორციელებული აქტივობებისა, გაჩნდა ახალი ვექტორები. მათ შორის ქალთა მობილიზაციის გააქტიურება ფონდი „სოხუმის" მიერ დაარსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში; ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მეტი თანამშრომლობა.

ფონდის ექსპერტ-იურისტებმა ისაუბრეს ახალ ცვლილებებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ითვალისწინებს ჯარიმას მოძალადისათვის 500-დან 1000 ლარამდე. საუბარი შეეხო კონკრეტულ დახმარებას, რომელიც ექსპერტ იურისტთა ჯგუფის მიერ იქნა გაწეული ბენეფიციარებისათვის.

„მე ვიბრძოლებ ჩემი ხვალინდელი დღისთვის" - ეს სიტყვები ფსიქოლოგის შეხვედრის მონაწილე გოგონას ინტერვიუდანაა. რესპონდენტები ერთხმად აღნიშნავენ ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობას.

გადაცემაში  ფონდის ახალგაზრდული „ფორუმ-თეატრის" რეჟისორი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგეგმება მაყურებლის მიერ ინიცირებული სცენარების წარმოდგენა და დისკუსიების ახალი ფორმატის დანერგვა.

ჟურნალისტები - რესპონდენტების როლში - ძალადობის თემისადმი მედიის დამოკიდებულებას ეხებიან და თემისადმი უფრო ფაქიზი, პროფესიონალური დამოკიდებულების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ.    

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1200 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0