ბათუმში საარჩევნო თემაზე ოთხი ვორკშოპი ჩატარდა. მათ შორის ერთი - ხელვაჩაურის ნარკოლოგიური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ქალებთან. სულ 60-მა მონაწილემ (სტუდენტები, პედაგოგები, ჟურნალისტები, დიასახლისები) გაიარა ვორკშოპები.
ჯგუფებთან მუშაობამ აჩვენა, რომ ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულნი საარჩევნო კანონმდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებზე. სურვილი გამოთქვეს, უკეთ გააცნობიერონ საკუთარი უფლებები დაგაიაზრონ პასუხისმგებლობა არჩევანის გაკეთების დროს. ისინი მზად არიან ვორკშოპებზე მიღებული ინფორმაციები სხვებსაც გააცნონ და ამით ხელი შეუწყონ საზოგადოებაში საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
ვორკშოპებზე გამოყენებული პრაქტიკული სავარჯიშოების დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათგაემიჯნათ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციები და გაემართათ დისკუსიები საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გარშემო.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
27 აპრილს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მეორე ვორკშოპი გაიმართა თემაზე, ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა. ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებში. გოგონებისათვის ნაცნობი იყო გენდერული თანასწორობის საკითხები. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ფემინიზმის თეორიით. შეხვედრის წამყვანმა, ფონდი „სოხუმის" მოხალისემ - ანია ვესტბერგმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაციები ფემინიზმის ისტორიაზე და მიზნებზე. მოუთხრო მათ ცნობილ ფემინისტ ქალებზე.
დასასრულს, გოგონებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მეტი გაეგოთ გენდერისა და ფემინიზმის საკითხებზე და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. მომდევნო ვორკშოპი ფოთში, ოთხ მაისს გაიმართება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
ოზურგეთში საარჩევნო თემატიკაზე ჩატარებულმა ვორკშოპებმა ამომრჩეველი ქალები განსაკუთრებით დააინტერესა. ოთხ შეხვედრას სულ 59 მონაწილე დაესწრო.
მათი დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამიტომაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გაცნობა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში გარკვევა. აღინიშნა, რომ ხშირად მოქალაქეები საკრებულოს მიმართავენ იმ საკითხების გადასაჭრელად, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. ამიტომაც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მეტი ინფორმირება ამ ორგანოს უფლებამოსილებაზე.
იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში ამომრჩევლებად განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.
მსმენელები მომავალ არჩევნებს უკავშირებენ სასიკეთო სიახლეებს. პირველ რიგში,ქალაქში არსებული სოციალური და სხვა პრობლემების მოგვარებას. ამისათვის მათ აუცილებლად მიაჩნიათ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
წყალტუბოშისაარჩევნოთემაზეჩატარებულიოთხივორკშოპისმონაწილეებსშორისიყვნენპედაგოგები, მშობლები და 18 წლისახალგაზრდები, რომლებიცპირველადმიდიანარჩევნებზე.
ვორკშოპების თემა: ცვლილებები საარჩენო კანონმდებლობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ვორკშოპების მსვლელობისას გამოყენებული მინი-ლექციის დროს საუბარი შეეხო ქალთა მონაწილეობის გაზრდას არჩევნებში, სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის საკითხზე, ადგილობრივ თვითმმართველობას და ძირითად საარჩევნო ტერმინებს.
მონაწილეების შეფასება: მონაწილეებისთვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა ჩატარებული ვორკშოპი.მათთვის განსაკუთრებით ეფექტური იყო მუშაობის ფორმა, როდესაც პრაქტიკული სავარჯიშოების დროს შეძლეს მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენება.
მიღწეული შედეგები: მონაწილეებმა გააცნობიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებასმოსილებები და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, ასევე ქალთა სოლიდარობის მნიშვნელობა ქალი კანდიდატების წარმოსაჩენად. გაიზარდაარჩევნებში მონაწილეობის მიღების მოტივაცია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ვორკშოპები საარჩევნო თემატიკაზე,რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამომრჩეველ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა საარჩევნო კანონმდებლობაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებზე ხობის რაიონშიც ჩატარდა. სულ ოთხი შეხვედრა მოეწყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ამომრჩეველმა ქალმა. მათ შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების დაფინანსება, ამომრჩევლის საარჩევნო უფლებები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული სავარჯიშოები, დისკუსიები და სიტუაციური ამოცანები დაეხმარა მონაწილეებსმიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებაში.
მონაწილეებმა დადებითი შეფასება მისცეს ჩატარებულ შეხვედრებს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამომრჩეველი ქალების ინფორმირება,რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებშიდა სოლიდარობა გაუწიონ ქალ კანდიდატებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
„ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რადგან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ მეთოდით უფრო მალე მოხდება საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლება”, - ქუთაისში ჩატარებული ვორკშოპის (სულ ოთხი ვორკშოპი ჩატარდა) ერთ-ერთი მონაწილის მოსაზრებას უმრავლესობა ეთანხმება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის თანამონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევას და მასში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ეხება.
შეხვედრებში მონაწილება მიიღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა (სულ64ქალი), მათ შორის ერთი ჯგუფი დევნილი ახალგაზრდებისაგან შედგებოდა .
ვორკშოპების თეორიული ნაწილი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცააადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, წინასაარჩევნო კამპანია, დაფინანსება და ა.შ.
პრაქტიკული სავარჯიშოები გათვლილი იყო იმაზე, რომ მონაწილეებს კარგად გაეაზრებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება და ბიუჯეტის გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით.
ჩატარებული შეხვედების ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეების მხრიდან გაჩნდა მზაობა აქტიური მონაწილეობისა საარჩევნო პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ მიიღეს საჭირო ინფორმაციები საკუთარ უფლებამოსილებაზე. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „არ ვიცოდი, რომ უფლება მქონდა, დავსწრებოდი საკრებულოს სხდომას და ჩავრთულიყავი ქალაქის ბიუჯეტის განხილვაში. სურვილი გამიჩნდა, უფრო აქტიურად ჩავერთო ამ პროცესებში".
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ფონდი „სოხუმის" მიერ მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილია სამი ვორკშოპი თემაზე: გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი. ვორკშოპის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიცმარტიდან ივნისამდე ფონდში სტაჟირებაზე იმყოფება. პირველი ვორკშოპი ჩატარდა 14 აპრილს, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მასში მონაწილეობდნენ გოგონები 16 წლიდან უფრო ზევით.
ვორკშოპის მონაწილეებიგაეცნენ გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის საკვანძო საკითხებს. ინტერაქტიული მეთოდების დახმარებით ჰქონდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ეფიქრათ და ემსჯელათ ფემინიზმის დანიშნულებაზე, მიზნებსა და სტრატეგიებზე.
ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს მონაწილეებმა მოიყვანეს პირადი მაგალითები გენდერული დისკრიმინაციის მიმართულებით. მათ აგრეთვე საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი შეხედულებები გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გაიმართა. ვორკშოპის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს დისკუსიაში აქტიურიჩართვით გაეცნობიერებინათ გენდერული საკითხები მომავალში გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად.
შეფასებისას მონაწილეებმა დადებითი შეხედულებები გამოთქვეს განხილულ თემებთან დაკავშირებით. უმრავლესობამ ჩათვალა, რომ უფრო მეტი ინფორმაციები სჭირდებათ ფემინიზმზე. რამდენიმემ აღნიშნა, რომ ვორკშოპის შემდეგ მათ გაუჩნდათ მოთხოვნილება გადახედოთ თავიანთ დამოკიდებულებას გენდერული საკითხებისადმი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.