„ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობაში“, - ამ თემაზე ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში,ზუგდიდსა და გალში 24 ვორკშოპი ჩაატარეს. მეორე ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარა მათ ვორკშოპის ფასილიტაციაში. ღონისძიებებს 16-დან 29 წლამდე 360 დევნილი ახალგაზრდა დაესწრო.
ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების შემუშავება, სოციალური ქსელებით ინტერნეტ-კავშირის დამყარება, ინფორმაციის გაცვლა, ნათესაური კავშირების გამოყენება, აფხაზი თანატოლების სტუმრად მოწვევა, ახალგაზრდული ბანაკების შექმნა, - ასეთია ბენეფიციართა კონკრეტული წინადადებები ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღსადგენად.
ვორკშოპებზე ახალგაზრდები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია მომავლის შეცვლა. მათ გაუჩნდათ სამშვიდობო საქმიანობაში, გაცვლით პროგრამებში ჩართვის სურვილი.
კონფლიქტი, კონფლიქტის სახეები და მოგვარების გზები - ამ და სხვა თემებზეჩაატარა ფონდ „სოხუმში“ ვორკშოპი ლიდერ გოგონათა სკოლის კურსდამთავრებულმა ასმათ დვალიშვილმა.
დევნილმა ახალგაზრდებმა კონფლიქტის მოგვარების საკუთარი მაგალითები მოიყვანეს, ისაუბრეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესში ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე და ერთობლივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილიგამოხატეს.
ვორკშოპებს ლიდერთა სკოლის სხვა წევრებიც ჩაატარებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
- ოჯახური კონფლიქტების მართვა რომ შევძლოთ. კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის კონფლიქტი, რა იწვევს, ვინ მონაწილეობს, როგორ ვითარდება - ამ მოსაზრებამდე ახალგაზრდები დისკუსიის შემდეგ მივიდნენ.
მათი აზრით, კონფლიქტების მართვა საწყის ეტაპზე უფრო ადვილია. რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება მასში, მით უფრო რთულდება მისი მოგვარება.
გოგონებმა კონკრეტული, რეალური მაგალითებით განიხილეს კონფლიქტების მიმდინარეობა და იმსჯელეს გამოსავალზე. აღნიშნეს, რომ ამ საკითხებზე ინფორმირება კონფლიქტების ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.
ვორკშოპები ჩატარდა ხონში, სენაკში, ფოთში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ დაიწყო ვორკშოპების ჩატარება თავისი „საკუთარი“ პროექტის „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკისათვის“ ფარგლებში. უკვე დასრულა ვორკშოპების ციკლი ოზურგეთის ხუთი სკოლის უფროსკლასელთათვის თემებზე: გენდერის არსი; გენდერი და პოლიტიკა; გენდერი და სოციალური მედია; ახალგაზრდები და გენდერი.
ვორკშოპები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.
„ჩემთვის ეს შეხვედრა საინტერესო იყო, გავიაზრე ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ საკითხებში, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია“, - აღნიშნავს ვორკშოპის ერთ-ერთი მონაწილე.
სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური გვერდი, რომელზეც ახალგაზრდები გამართავენ დისკუსიებს გენდერის თემაზე.
პროექტის „ქალები და გოგონები - მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში კიდევ ერთი ვორკშოპი ამჯერად ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალები და გოგონები იმ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხნენ, რომლებიც მათ ადამიანურ უსაფრთხოებას ემუქრება. ყველაზე საგანგაშო - რაც გამოიკვეთა - ადამიანის გატაცების გაზრდილი მასშტაბები გალის რაიონში, რომელიც გამოსასყიდის გადახდის შემდეგ „მშვიდობიანად“ სრულდება. სერიოზულ წუხილს იწვევს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ქალები ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ საჭიროებად დასაქმებას ასახელებენ. თუმცა დაფიქსირდა შემაშფოთებელი ინფორმაციები კერძო სექტორში შრომის ელემენტარული უფლებების დარღვევებზე. საუბარი შეეხო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს. ქალების ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამაში არ არის დაცული სოციალური სამართლიანობის პრინციპი და საჭიროა მისი დახვეწა.
„ვისაც ომის სისასტიკე არ უნახავს, გაუჭირდება მშვიდობის ფასის გაგება“. „ძალიან ემოციური, ინფორმაციული და სამაგალითო ისტორიები“, - ასე შეაფასეს ფონდი „სოხუმის“ კრებული „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“ ვორკშოპის მონაწილეებმა, ადგილობრივმა და დევნილმა ქალებმა და გოგონებმა. შემდგომმა ჯგუფურმა სამუშაოებმა მონაწილეთა შეხედულებები წარმოაჩინა საკითხზე, როგორ ხედავენ ისინი ქალთა სამშვიდობო რესურსს და ვის მიერ და როგორ უნდა მოხდეს ამ რესურსის წახალისება.
ვორკშოპის მეორე ნაწილში გამოიკვეთა მონაწილეთა წარმოდგენები ქალთა ადამიანური უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე: ოჯახში ძალადობის ჯერ კიდევ ტაბუდადებული პრობლემა; შრომის უფლების დაცვა; ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უსაფრთხოება - ქალებმა საინტერესო დისკუსიებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინეს და, როგორც ვორკშოპის შეფასებისას განაცხადეს, ბევრი საკითხი, რომელიც აქამდე სხვა რაკურსით ჰქონდათ დანახული, სწორედ გენდერული უსაფრთხოების ჭრილში დაინახეს.
ქალთა მშვიდობისმყოფელობა, ადამიანური უსაფრთხოების გენდერული კომპონენტები, ადგილობრივი რეალობა ქალთათვის შრომის უფლების დაცვის კუთხით, ოჯახში ძალადობისგან დაცვა - როგორც გენდერული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხი; სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება აღებული პასუხისმგებლობების მიმართ; ეკოლოგიური პრობლემები ქალაქში და ამ კუთხით სამოქალაქო აქტივობების მნიშვნელობა; დევნილთა ინტეგრაციისა და სოციალური ადაპტაციის კუთხით არსებული სირთულეები; ქალთა სხვადასხვა თაობა - განსხვავებული ხედვებით ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხზე და ცხარე დისკუსიებში მიღწეული კონსესუსი.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ვორკშოპი მეოთხეა პროექტის „ქალები და გოგონები - მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში და მან კიდევ ერთხელ გახადა ხელშესახები ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენს საზოგადოებაში აწყდებიან ქალები და რომელთა გამოსწორებაც მათ მოქალაქეობრივ აქტიურობაზეც არის დამოკიდებული; საერთაშორისო გამოცდილების ფონზე გამოკვეთა ქალთა სამშვიდობო მონაწილეობის მნიშვნელობა და რეზონანსი.