ოთხშაბათი, 27.11.2024, 20:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ვორკშოპები


- ლიდერ გოგონათა სკოლა დაგვეხმარა საკუთარი შესაძლებლობების დანახვაში და  რეალიზებაში. გადავლახეთ კომპლექსები, შევეჩვიეთ გუნდურ მუშაობას, დამოუკიდებლობას.

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში. 

-  16-დღიანი კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებამ დიდი გამოცდილება შეგვძინა.

- ასე შეაფასეს ერთწლიანი მუშაობა ლიდერთა სკოლის წევრებმა ბოლო, შემაჯამებელ ვორკშოპზე. სკოლის წევრები თვლიან, რომ განსხვავებული აზროვნებით, შეცვლილი ცნობიერებით მიდიან აქედან. მომავალში საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად აპირებენ ჩართვას და სკოლაში მიღებული გამოცდილების გამოყენებას.

დასასრულს სკოლის მოსწავლეებს დაურიგდათ დიპლომები.

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.


კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 922 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.12.2012

 
 

ქალი და მისი სამშვიდობო  როლი, ახალგაზრდობა და სამშვიდობო ინიციატივები, კონფლიქტების მართვა, „შერეული ოჯახები სამშვიდობო პროცესში"- ამ და სხვა თემებზე ჩაატარეს  ვორკშოპები ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა. 1-დან 15-ივნისამდე  ვორკშოპებმა 4 სხვადასხვა ქალაქი მოიცვა:

 სენაკი

ვორკშოპის წამყვანი ქეთინო მილორავა აღნიშნავს, რომ თემამ - ქალის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში - მონაწილე ახალგაზრებში დიდი ინტერესი  გამოიწვია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემის ირგვლივ სხვა დროს არასოდეს უმუშავიათ, სამშვიდობო ინიციატივებზე საუბარი გაუჭირდათ. წამყვანის აზრით მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფორმირებას.

გალი

ლანა კოკაია მის მიერ ჩატარებულ ვორკშოპზე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:

თემა „შერეული ოჯახები სამშვიდობო პროცესში"- მონაწილეებისათვის ძალზე ახლოს აღმოჩნდა, რადგან მათ შორის რამდენიმე სწორედ შერეული ოჯახის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდები თვლიან, რომ ეს შეხვედრა ერთ დღეს არ დამთავრდება. ისინი გააგრძელებენ ფიქრს და მსჯელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. 

 

„კონფლიქტის არსი და ქალის როლი მშვიდობისმყოფელობაში". - ლიზი ქირთბაია მიიჩნევს, რომ  ახალგაზრდები მოკლებულნი არიან ინფორმაციებს კონფლიქტებზე. ალბათ ამით იყო განპირობებული მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება თემისადმი.

მონაწილეები კარგად ჩასწვდნენ კონფლიქტის არსს, კონფლიქტის დადებით და უარყოფით მხარეებს, რის შემდეგაც მათთვის უფრო ადვილი აღმოჩნდა სუბარი ქალის სამშვიდობო როლზე.

ქუთაისი

„კონფლიქტის მართვა" - ამ თემაზე ჩაატარა ვორკშოპი ეკატერინე ოჩიგავამ.

მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის სავარჯიშოები, ჯგუფური მუშაობები. განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს როლური თამაშები, სადაც მონაწილეები შეეცადნენ ეპოვათ სხვადასხვა გზები კონფლიქტის მართვისა და ტრანსფორმაციისათვის. 

 

ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობაში" - თამარ ბარამია თვლის, რომ ეს თემა მონაწილეებისათვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა. რაც ხმამაღლა გამოხატეს. მათი აზრით, ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი სამშვიდობო საქმიანობაში, რათა ამ პროცესში საკუთარი როლი, საკუთარი ადგილი იპოვონ.

 

„მე მაქვს ურთიერთობა აფხაზებთან, ხშირად ჩავდივარ მათთან, ისინი ჩემი ნათესავები არიან, ამ კავშირებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო საქმიანობაში".

„ინტერენეტი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობა დავამყაროთ, თუ მოვინდომებთ, ჩვენ მეგობრობა არ გაგვიჭირდება." - ეს იმ სამშვიდობო ინიციატივების ჩამონათვალია, რომელიც  ერთ-ერთი ვორკშოპის მონაწილე გოგონებმა ჩამოაყალიბეს. ვორკშოპის წამყვანი შორენა ჩხაპელია მიიჩნევს, რომ მსგავსი თემების ირგვლივ ახალგაზრდებთან უფრო რეგულარულად უნდა ტარდებოდეს შეხვედრები.

 

მარიამ დადვანი ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპზე შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ ისინი კონფლიქტზე, როგორია მათი თვალით დანახული მშვიდობა.

მონაწილეები თვლიან, რომ მიიღეს ინფორმაციები კონფლიქტზე და გაუჩნდათ სურვილი მსგავსი შინაარსის შეხვედრებს ხშირად დაესწრონ. 

 

ფოთი

„მოსწავლეთა სამშვიდობო ინიციატივები"- ფოთის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს ამ თემაზე ჩაუტარდათ ვორკშოპი, რომელსაც ელისო შენგელია უძღვებოდა.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა კონფლიქტზე, მის მიმდინარეობაზე და ფორმებზე, ამიტომაც სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა ძალიან გაუჭირდათ. თუმცა მონაწილეები მიიჩნევენ, ამ ერთი შეხვედრითაც კი მიიღეს ბევრი ინფორმაცია, რამაც კონფლიქტზე გარკვეული წარმოდგენა შეუქმნათ. 

 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1112 | დაამატა: admin | თარიღი: 15.06.2012


გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ის პარტნიორები სომხეთიდან და საქართველოდან  2012 წლის 3-6-მაისერევანში გამართულ ვორკშოპზე შეიკრიბნენ. ვორკშოპზე მიწვეულნი იყვნენ აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 ვორკშოპში მონაწილეობდნენ: კაროლინ კრუცკოუ (EED-ის წარმომადგენელი), ბრიუს ბრიტონი (ფასილიტატორი) ( სულ 23 ადამიანი, მათ შორის 19 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან) და ორგანიზატორები: აღმასრულებელი სეკრეტარიატი -YMCA ევროპა (სომხეთი) და ლევან აბაშიძე (EED-ის კონსულტანტი საქართველოში). ვორკშოპის თემა იყო - „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო მუშაობაზე ზეგავლენა".
 შეხვედრის მიზანი: EED-ის პარტნიორთა ორგანიზაციის გაძლიერება  მშვიდობისა და შერიგების საკითხებში;  EED-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შესაძლებლობების, რესურსებისა და გამოცდილების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ქსელის შექმნა.
 ვორკშოპში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: მერი გელაშვილმა (მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარე) და ალლა გამახარიამ (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარე).
 შეზღუდული დროის მიუხედავად, მონაწილეებმა შეძლეს გამოცდილებების გაზიარება, RPP-ს მატრიცაში გარკვევა, პარტნიორებთან დაახლოება, ფასილიტაციის უნარ-ჩვევების დაუფლება, ქსელის შექმნა და გვერდის გახსნა Facebook - ზე - https://www.facebook.com/groups/401242309915887/.
კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1076 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.05.2012

 

ფონდ „სოხუმში" ჩატარდა საინფორმაციო ვორკშოპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებისათვის.

ვორკშოპი ჩაატარეს ზურაბ მჭედლიშვილმა (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი), გია გოგიბერიძე (იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი, იურისტი).

ვორკშოპზე  შემდეგი თემები განიხილეს:

 

-სახელმწიფოს კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) მონაწილეობის ფორმები.

 

-საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და განხილვის პროცედურა, იურიდიული ტექნიკის თავისებურებები.

 

-ლობირების პროცესი და სტრატეგია საკანონმდებლო (კანონქვემდებარე) აქტის მომზადებისა და მიღებისას.

 

ოჯახში ძალადობა და მის წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

-ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები.

 

-ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებლივი დაცვის რეფერალური მექანიზმები.

 

-სახელმწიფოს „ღია პოლიტიკა" ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოების (საზოგადოებრივი ორგანიზაციის) წარმომადგენელთა ჩართულობის თვალსაზრისით.

 

ფონდი „სოხუმის" იურისტი ფიქრია ქლიბაძე: „განსაკუთრებით დავინტერესდი  პეტიციით, თუ რა შემთხვევაში მზადდება მსგავსი ხასიათის დოკუმენტი და რით განსხვავდება ის განცხადებისგან. მსმენელთა მონაწილეობით პეტიცია ადგილზე

 დაიწერა."

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 883 | დაამატა: admin | თარიღი: 17.12.2011

 

ფონდი "სოხუმის" ლიდერთა სკოლის წევრებმა ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიასა და კოკში თორმეტი ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე "ლიდერობა და კონფლიქტი".

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივ გოგონები. მათ აქტიურად იმსჯელეს  თავიანთ ლიდერულ თვისებებსა და  შესაძლებლობებზე.  დაფიქრდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ კონფლიქტურ სიტუაციებში საკუთარი ემოციების სამართავად.

გოგონები  ძალაუფლებასთან ერთად ლიდერს დიდ პასუხისმგებლობასაც ანიჭებენ.

მათი მოსაზრებით, ლიდერს გრძნობების მართვა უნდა შეეძლოს, რადგანაც "ლიდერს მეტი მოეთხოვება. ის არ შეიძლება იმპულსური და გაუწონასწორებელი იყოს და აფექტის დროს მიიღოს გადაწყვეტილება".

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1009 | დაამატა: admin | თარიღი: 28.09.2011

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების  ეფექტური მუშაობის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, ქალაქ სენაკში 6 მხარდაჭერის ცენტრის

11 მობილიზატორის მონაწილეობით ჩატარდა ვორკშოპი.

ვორკშოპზე შემდეგი თემები განიხილეს:

-საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;

- გეგმის ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის გასაფართოებლად- ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

- აღწერით ანგარიშთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;

-ღონისძიების მიზნებისა და ინდიკატორების განსაზღვრა;

ვორკშოპი მოიცავდა თეორიულ მასალებს, ბრეინშტორმინგებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

„ვორკშოპმა გვასწავლა მიზნების, ინდიკატორებისა და გეგმების ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ეფექტური მუშობის გასაფართოებლად, ადგილობრივ სტრუქტურებთან, პროექტის ბენეფიციარებთან ნაყოფიერი საქმიანობის დასაგეგმად",-ზ. კოპალიანი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 900 | დაამატა: admin | თარიღი: 14.09.2011

ფონდისოხუმის" წარმომადგენელი თეა გოლეთიანი 21-25 მარტს თბილისში, EED- მიერ პარტნიორებისათვის ორგანიზებულ სემინარს დასეწრო, რომლის თემა იყო: „შედეგებზე ორიენტირებული დაგეგმარება, მონიტორინგი და შეფასება".

სემინარის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საფუძვლიანი ცოდნა მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შედეგებზე დამყარებული მართვა, შედეგების ჯაჭვი და მისი კავშირი ლოგიკურ მატრიცასთან, ანგარიშის წარმოდგენის ახალი ფორმატი, საბაზისო ინფორმაცია და ცოდნის გაზიარება.

 მიღებული ინფორმაციების გაზირების მიზნით ვორკშოპი აღნიშნულ საკითხებზე ფონდისოხუმის" თანამშრომლებისათვის ჩატარდება. 

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 25.03.2011

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0