სამშაბათი, 01.07.2025, 09:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ვორკშოპები

საზოგადოების ინფორმირება კვლევის - „დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში" - გარშემო" - პროექტის ფარგლებში ფონდისოხუმის" თანამშრომლებისათვის ვორკ-შოპი გაიმართა.

შეხვედრის მოდერატორმა ალუ გამახარიამ მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევებზე, რომელშიც საუბარია ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.

მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის ფონზე იმსჯელეს რა პლიუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს ხელშეკრულებას ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

ვორკ-შოპის მეორე ნაწილში მონაწილეთა სამ ჯგუფში (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები) მუშაობა წარიმართა შემდეგ თემაზე: „დიალოგის მოდელირება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის".

პრეზენტაციის შემდეგ მოხდა საკამათო საკითხების შეჯერება. მონაწილეთა აზრით აუცილებელია საზოგადოების მეტი ჩართულობა დისკუსიებში, რათა მოხდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება აღნიშნული საკითხის გარშემო.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1338 | დაამატა: admin | თარიღი: 13.01.2010

« 1 2 ... 6 7 8
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0