ხუთშაბათი, 25.04.2024, 00:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ვორკშოპები

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ. 16 დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ - ამ ინფორმაციით გაიხსნა ვორკშოპი. რის შემდეგაც მონაწილეებისგან წამოვიდა შეკითხვები კამპანიის ისტორიასთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა განსახილველად დასვეს საკითხი,- ირღვევა თუ არა დევნილთა უფლებები და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა, რომ არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.

მონაწილეებმა მიიღეს ფონდი „სოხუმის" მიერ  კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები, ბლოკნოტები.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1064 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება კონფლიქტები ჩემს გარშემო, არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ხასიათი, პიროვნული ელემენტები, გავლენას მოახდენდა კონფლიქტის  მიმდინარეობასა და განვითარებაზე. საინტერესო ინფორმაციები მოვისმინე. საკუთარ თავს სხვა კუთხით შევხედე და ბევრი რამ ახლებურად გავაცნობიერე."

„საინტერესოა, როცა ისმენ თეორიულ მასალას კონფლიქტზე, კიდევ უფრო საინტერესოა, როცა ამ ყველაფერს პრაქტიკულად აკეთებ. ვფიქრობ, როლური თამაშები და სავარჯიშოები ინფორმაციის აღსაქმელად საუკეთესო საშუალებაა".

ასეთი იყო ვორკშოპის მონაწილეთა მოსაზრებები.

12-დან 22 ოქტომბრამდე სენაკში, ქუთაისში, ხონში, ფონდი „სოხუმის" ლიდერმა გოგონებმა  ხუთი ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე „ლიდერობა და კონფლიქტი". შეხვედრას დევნილი გოგონები ესწრებოდნენ. მონაწილეთა აზრით, მიღებული ინფორმაციები მნიშვნელოვანი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენებენ.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1077 | დაამატა: admin | თარიღი: 22.10.2010

8-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისში, ხონსა და ფოთში ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის გოგონებმა შვიდი ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე - „ლიდერობა და კონფლიქტი".

შეხვედრის მონაწილე გოგონებმა აქტიურად იმსჯელეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ. დაფიქრდნენ თავიანთ ლიდერულ თვისებებზე, შესაძლებელობებზე, რა უნდა გააკეთონ კონფლიქტურ სიტუაციებში საკუთარი ემოციებისა და გრძნობების სამართავად.

მათი მოსაზრებით, ლიდერს საკუთარი თავის ხელში აყვანა და გრძნობების, ემოციების მართვა უნდა შეეძლოს. ის არ შეიძლება იმპულსური, გაუწონასწორებელი იყოს გადაწყვეტილების მიღებისას.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 11.10.2010

ქალთა ლიდერობისა და კონფლიქტის საკითხებზე დევნილი გოგონების ინფორმირების მიზნით ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები თავიანთ ქალაქებში ვორკშოპების ჩატარებას შეუდგნენ.

წყალტუბოში, სენაკსა და ფოთში უკვე ჩატარდა ხუთი ვორკშოპი თემაზე - „ლიდერობა და კონფლიქტი". ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი დააფიქსირეს აღნიშნული თემისადმი.

- კონფლიქტები ყოველდღიური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში, გვინდა უფრო მეტი შევიტყოთ მის შესახებ, რათა შევძლოთ მშვიდობიანად მოგვარება.- აღნიშნეს მონაწილეებმა.

აქტიური დისკუსია გაიმართა საკითხზე - პიროვნული ელემენტებიდან გამომინარე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ლიდერობამ კონფლიქტის განვითარებაზე. მონაწილეთა აზრით, პიროვნებას უნდა შეეძლოს პიროვნული თვისებების მართვა, რადგან კონფლიქტურ სიტუაციაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1537 | დაამატა: admin | თარიღი: 06.10.2010

ზუგდიდში საარჩევნო თემაზე ოთხი ვორკშოპი ჩატარდა. შეხვედრების მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ფუქციებზე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე და, ზოგადად, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე. ვორკშოპები სულ 61-მა ქალმა გაიარა და მათ შორის იყო სამი მაჟორიტარი ქალი კანდიდატი.  

თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ, ვორკშოპებზე გამოყენებულმა პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა დიდი ინტერესი გამოწვია. აღსანიშნავია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციებიგამიჯნა და  დისკუსიები საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ვორკშოპებზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ-კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ წინასაარჩევნო პროგრამა. საუბარი შეეხო ქალთა  მხარდაჭერის აუცილებლობას და იმ დადებით შედეგებს, რაც შეიძლება მოიტანოს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდამ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე მთლიანად ქართულ პოლიტიკაში.  

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1020 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2010

14 მაისს, ფოთში ახალგაზრდა ქალები შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ვორკშოპში თემაზე, - გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ფემინიზმის საკითხებთან დაკავშირებით.

- მე მომწონს როცა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობ,  საინტერესო იყო ის, რომ აქ პირველად განვიხილეთ მიზანი და სტრატეგია - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ ვორკშოპის შეფასებისას.

ვორკშოპის წამყვანი იყო ანია ვესტბერგი - სტაჟიორი შვედეთიდან. მან მონაწილეებს ესაუბრა ფემინიზმის ისტორიაზე და მოუთხრო ცნობილ ფემინისტ ქალებზე.

ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება გენდერულ სტერეოტიპებთან მიმართებაში.

ინტერაქტიული სავარჯიშოებით მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1106 | დაამატა: admin | თარიღი: 14.05.2010

ანია ვესტბერგი - სტაჟიორი შვედეთიდან -  აგრძელებს ვორკშოპებს თემაზე: „გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი". ოთხი მაისის მზიან დღეს ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ. მონაწილეებმა დასაწყისშივე დიდი ინტერესი გამოხატეს ქალთა უფლებების საკითხების გარჩევისას. მათ უკვე ჰქონდათ საბაზისო ცოდნა გენდერზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდნენ, რომ ვორკშოპი დაეხმარა მათ გაერკვიათ ფემინიზმთან დაკავშირებული საკითხები: რას მოიაზრებს ფემინიზმის არსში გარკვევა და რას ნიშნავს იყო ფემინისტი. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ როლურ თამაშებში და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს გენდერთან დაკავშირებით. 

ვორკშოპის დასასრულს, მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და შეხედულებები გამოხატეს გენდერის საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 1274 | დაამატა: admin | თარიღი: 04.05.2010

« 1 2 ... 4 5 6 7 8 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0