ოთხშაბათი, 24.04.2024, 04:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ვორკშოპები

ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში სამი ვორკშოპი ჩატარდა ახალგაზრდებთან, განსახილველი თემა იყო მშობლები და შვილები. რა ფაქტორები განაპირობებს კონფლიქტს თაობებს შორის, რატომ ვერ ახერხებენ წინააღმდეგობის დაძლევას დედები და შვილები, როდის ჩნდება გაუცხოების პირველი ნაპერწკალი – ამ საკითხების ირგვლივ საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

შვილების თაობა მიიჩნევს, რომ მშობლებს ხშირად არ ესმით საკუთარი შვილების. ავიწყდებათ, რომ დროსთან ერთად იცვლება შეხედულებები, ამიტომ ვერ ეგუებიან, რომ მათი აზროვნება შეიძლება განსხვავებული იყოს. სწორედ ამ ნიადაგზე იწყება დაპირისპირება.

 

ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში იგივე თემაზე ჩატარდა ვორკშოპები ქალებთან. დედების აზრით, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, შვილი დედისთვის ნებისმიერ ასაკში პატარაა, მასზე ზრუნვას არ წყვეტს, მის საქმეებში ერევა, დამოუკიდებლობის საშუალებას არ აძლევს,  რასაც შვილები საპირისპიროდ აღიქვამენ.  აქედან იწყება გაუცხოება.

 

ვორკშოპების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები, როგორ შეიძლება ვმართოთ კონფლიქტები, რა  უნდა გაკეთდეს ერთმანეთთან კომუნიკაციის  აღსადგენად და ჰარმონიული ურთიერთობებისათვის დედებსა და შვილებს შორის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 846 | დაამატა: admin | თარიღი: 15.04.2014

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მორიგი ვორკშოპი ჩატარდა. დევნილი და ადგილობრივი ქალების გარდა შეხვედრისადმი ინტერესი ვაჟებმაც გამოხატეს და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში.  

შეხვედრაზე გამოიკვეთა ადამიანური უსაფრთხოების პრობლემური სფეროები.

„ტოტალური უმუშევრობის პირობებში ბევრი შენატრის იმ ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ, მაგრამ მათ, ხშირად, საკუთარი პრობლემები აქვთ: არანორმირებული სამუშაო დღე, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების უქონლობა, მამაკაცებთან შედარებით დაბალი ანაზღაურება, ნისიაზე  „ჩასაფრებული“  შემმოწმებლები“.

დასახელდა წინაღობები, რომლებიც სამსახურის მაძიებელ ქალებს ხვდებათ: დამსაქმებელს „არ აწყობს“ დაოჯახებული თანამშრომელი, არაოფიციალურად  და ოფიციალურად - არსებობს ასაკობრივი ცენზი“.

ქალებმა ერთმანეთს საკუთარი დაკვირვებები გაუზიარეს.

ვორკშოპის მეორე ბლოკი შეეხო ქალთა სამშვიდობო პოტენციალს, საერთაშორისო გამოცდილებას. მონაწილეთა ნაწილი წინასწარ გაეცნო კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“. ისინი თავიანთ ემოციებს გვიზიარებენ:

„ვერ გამოვდივარ იმ შთაბეჭდილებიდან, რაც  არგენტინის  მაიას მოედნის მამაცმა დედებმა და ბებიებმა მოახდინეს ჩემზე“.

„გასაკვირია, რატომ არ ხვდება ყურადღების ცენტრში ქალების სამშვიდობო ღვაწლი. შუქდება ყველაფერი - მათი პირადი ცხოვრება, კარიერა, მაგრამ არა სამშვიდობო მოღვაწეობა. ძალიან საინტერესო ისტორიებს გავეცანით კრებულში“.

„ვეცდები, ყველა ახლობელს  გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილება“.

ღონისძიება გააშუქეს რეგიონალურმა ტელევიზიებმა - „რიონმა“ და „მეგა ტვ“-მ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 04.04.2014

„ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ...“

ამ ფრაზის გათვალისწინებით ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ვორკშოპი ქუთაისის #11 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მაღალკლასელებისთვის. შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. მასწავლებლები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ ტოლერანტობის პრობლემა ჩვენში არ დგას, რადგან სტუმართმოყვარე ერი ვართ და ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები იშვიათი მოვლენაა.

მოსწავლეებმა სცადეს მათი მოსაზრების „დანგრევა“,  რამდენიმე მაგალითი მოიყვანეს და აღმოჩნდა, რომ სკოლა არაფერს შვება იმისათვის, რომ მოსწავლეები ტოლერანტულ გარემოში აღზარდოს.

მწვრთნელები განიხილავდნენ ძალადობის ფაქტებს - ამან ნათელი გახადა პრობლემის არსებობა. თუმცა მასწავლებლები საგანმანათლებლო სისტემას ადანაშაულებენ იმაში, რომ, გაკვეთილის პარალელურად, ტოლერანტობაზე საუბარს  ვერ ასწრებენ  და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.

მოსწავლეებს ვორკშოპი ძალიან მოეწონათ და გვთხოვეს, რომ ამ შეხვედრებს ერთჯერადი სახე არ ჰქონდეს. 

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 21.03.2014

 

ვორკშოპს სხვადასხვა თაობის დევნილ  და ადგილობრივ  ქალბატონებთნ ერთად ახალგაზრდა ვაჟებიც დაესწრნენ. ღონისძიებას პროექტის ფარგლებში მომზადებული ახალბედა მწვრთნელები უძღვებოდნენ, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ საქმეს.

პირველ ბლოკში  კრებული „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“ წარმოდგენილი იქნა შრი-ლანკელი ვისაკა დარმადასას ისტორიით, რომელიც წყალტუბოში მცხოვრები ბევრი ოჯახისათვის ნაცნობი და მტკივნეულია: „მე ვიბრძვი იმისათვის, რათა სხვა დედებმა არ დაკარგონ შვილები“. მათთვის ორგანული იყო ამ ისტორიის პათოსი: „ყველა ომი საბოლოოდ შერიგებით მთავრდება“.

ვორკშოპის მეორე ნაწილი ქალთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო, რომლის დროსაც მონაწილეებმა ინტერაქტიულ დიალოგში გამოკვეთეს სფეროები, სადაც ქალთა გენდერული უსაფრთხოება ყველაზე ნაკლებად არის დაცული. ითქვა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობის პარალელურად, საჭიროა, ქალებმა უფრო ღრმად გაიაზრონ თავისი უფლებები და შეძლონ და ისწავლონ მათი დაცვა, განსაკუთრებით შრომის უფლების დაცვა, რადგან ძალიან ხშირია მაგალითები, რომ ისინი ხშირად ვერ ბედავენ ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებით. განსაკუთრებით კერძო სექტორში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 707 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2014

პროექტის „ქალები და გოგონები მოქმედებენ მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის" ფარგლებში პირველი ვორკშოპი ქუთაისში ჩატარდა. გოგონებსა და ქალებს სტუდენტი ვაჟები შეუერთდნენ და დისკუსიები კიდევ უფრო საინტერესო გახადეს.

ადამიანური უსაფრთხოების საკითხიდან ქალებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული - შრომის უფლების დაცვა გამოიყო და შრომის კოდექსში შესული ცვლილებების ფონზე ჯგუფებმა თავიანთი ხედვა ჩამოაყალიბეს - „ექსპერტებმა" კარგად დაინახეს როგორც დასაქმებული ქალების, ასევე სამსახურის მაძიებლების პრობლემები და მათი გამოსწორების გზებიც დააფიქსირეს.

საინტერესო დისკუსიებით წარიმართა მუშაობა მეორე თემის გარშემო - ქალთა მშვიდობისმყოფელობის საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი სტრატეგია ქალთა სამშვიდობო რესურსის გამოყენებისათვის. მონაწილეებმა ამ პოტენციალის მქონე ქალთა ჯგუფები გამოკვეთეს და მათი გაძლიერების სტრატეგია წარმოადგინეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2014

ოჯახური კონფლიქტები და მათი მართვის მექანიზმები - ამ თემაზე  ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მორიგი ვორკშოპი გაიმართა ახალგაზრდებთან.

 - თუ კონფლიქტს განვითარების საშუალება მივეცით, შედეგად ძალადობას მივიღებთ. - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

- ვინ როგორ, რა მეთოდებით ახერხებს კონფლიქტების მართვას - თითოეული   მონაწილე  შეეცადა ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

დისკუსიისას საინტერესო მომენტი გამოიკვეთა: მონაწილე გოგონების უმრავლესობა თვლის, რომ თუ სურთ ოჯახური კონფლიქტების შეჩერება, საკუთარ პოზიციაზე ხშირად უარი უნდა თქვან.

რადიკალურად განსხვავებული იყო მამაკაცების პოზიცია (ვორკშოპს ორი ახალგაზრდა მამაკაცი ესწრებოდა). ისინი, ძირითადად, ქალებს ადანაშაულებენ: - კონფლიქტი მეუღლეებს შორის მაშინ ვითარდება, თუ ქალები არ თმობენ და მამაკაცებს არ ემორჩილებიან.

დისკუსიის შემდეგ ჯგუფი ერთ მოსაზრებამდე მივიდა: საჭიროა მეტი ინფორმირება. მსგავსი ტიპის ვორკშოპებს ბიჭებიც უნდა ესწრებოდნენ, ომ მათი ცნობიერება მხოლოდ სტერეოტიპებს არ ეფუძნებოდეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2014

საინტერესოდ წარიმართა ვორკშოპი გოგონებთან, რომლის განხილვის თემა იყო ოჯახური კონფლიქტები და მათი მართვის მექანიზმები.

მონაწილეებმა ცოცხალი მაგალითებით განიხილეს, როგორ იწყება და ვითარდება ოჯახური კონფლიქტები, როგორ „ჩნდება" მსხვერპლი და მოძალადე.

ახალგაზრდების აზრით, ოჯახური კონფლიქტები ყოველთვის არსებობდა, მხოლოდ არ ხმაურდებოდა იმ მოტივით, რომ საქმე ამ ოჯახების პრესტიჟს ეხებოდა.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ძალადობის წინაპირობა კონფლიქტია. რაც უფრო მეტად ღრმავდება დაპირისპირება, მით უფრო ნაკლებია მისი მოგვარების შანსი.

ქუთაისსა და სენაკში გამართულ ვორკშოპებზე მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ახალი თაობა უფრო მეტად არის ინფორმირებული საკუთარ უფლებებზე, ეს კი ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 24.01.2014

« 1 2 3 4 5 ... 7 8 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0