წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ვორკშოპი
პიროვნული კონფლიქტების გარჩევით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში ჩატარებულმა მოკლე
ფსიქოლოგიურმა ტესტმა აჩვენა, რომ პიროვნული კონფლიქტები მნიშვნელოვან გავლენას
ახდენენ კონფლიქტის დინამიკაზე.
- ყველა ადამიანი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, კონფლიქტურ
სიტუაციებში სხვადასხვანაირად ვიქცევით. პიროვნული კონფლიქტების გარჩევა
დაგვეხმარება სწორი სტრატეგია ავირჩიოთ და შევძლოთ კონფლიქტების მართვა,
- აღნიშნეს ვორკშოპის მონაწილეებმა.
დასასრულს, რეკომენდაციები შემუშავდა. ქალების აზრით,მსგავსი
ტიპის შეხვედრები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიაროს, რადგან, თუ ოჯახურ
კონფლიქტებს არ მივცემთ განვითარების საშუალებას, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს
ძალადობის რისკს ცალკეულ ოჯახში.
ანალოგიური მოსაზრებები გამოთქვეს მონაწილეებმა სენაკსა და ხონში ჩატარებულ
ვორკშოპებზე. საერთო მოსაზრებით,
კონფლიქტების მართვა ოჯახური ძალადობის პრევენციაში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები
შემაჯამებელ ვორკშოპზე შეიკრიბნენ.
რა სახის ღონისძიებები ჩაატარეს 16-დღიანი კაპანიის
ფარგლებში, რა გამოუვიდათ, რა გამოცდილება
მიიღეს, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ - ამ ფორმით ჩატარდა ჯგუფური სავარჯიშო
ცალკეული ქალაქების მიხედვით.
პრეზენტაციამ აჩვენა, რომ მრგვალი მაგიდები,
საინფორმაციო შეხვედრები, აქციები, ფილმის ჩვენება, დისკუსიები და სხვა
ღონისძიებები, რომლებიც კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მათთვის იყო კარგი
პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც მომავალშიც გამოიყენებენ.
ვორკშოპის მეორე ნაწილში მონაწილეებმა შეიმუშავეს ახალგაზრდული
ქსელისმუშაობის სტრატეგია.
დასასრულს, ლიდერთა სკოლის წევრებს დაურიგდათ
დიპლომები.
იმერეთის რეგიონში მომუშავე მშვიდობის
კორპუსის მოხალისეებმა ფონდ „სოხუმში" მოაწყვეს ვორკშოპი, რომელიც გენდერული ძალადობის
პრობლემაზე, მის იდენტიფიკაციაზე და მიზეზებზე იყო ორიენტირებული.
ვორკშოპს ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის"
აქტივისტები, ფორუმ-თეატრისა და ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები.
ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები განაგრძობენ ვორკშოპების ჩატარებას. წამყვანები
მიიჩნევენ, რომ მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არა მხოლოდ
კონფლიქტის არსზე, არამედ შეიმუშავეს მისი მართვის ეფექტური მექანიზმები.
- ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი. კონფლიქტების
მართვის ცოდნა მისი მოგვარების აუცილებელი წინაპირობაა, - ასეთ კომენტარს აკეთებენ
მონაწილეები.
ვორკშოპი ჩატარდა ქუთაისში, სენაკში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, გალის რაიონის
სხვადასხვა სოფელში. მათში სამასამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ხონის
რაიონ სოფელ ნახახულევში ახალგაზრდებმა ჩაატარესვორკშოპი
თემებზე: პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ სტრუქტურებში; მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი პრობლემის ადვოკატირებაში.
მონაწილეები
(ძირითადად, სკოლის მოსწავლეები)
კმაყოფილები დარჩნენ,
გაიხსნენ, ჩაერთნენ დისკუსიებში, მიიღეს მონაწილეობა როლურ სავარჯიშოში. გამოთქვეს
სურვილი,კიდევ ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიება, რაც მათ დაეხმარებათ,იყვნენ აქტიურები და ჩამოყალიბდნენ
საზოგადოების ღირსეულ წევრებად.
- როგორ იქმნება და ვითარდება კონფლიქტები, რამდენად არის შესაძლებელი მისი მართვა, რა საშუალებები არსებობს დეესკალაციის თავიდან ასაცილებლად - ამ საკითხებზე 24 ვორკშოპი უნდა გაიმართოს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც, პროექტის მიხედვით, ლიდერ გოგონათა სკოლის წევრების მორიგი საშინაო დავალებაა.
გოგონები უკვე შეუდგნენ დავალების შესრულებას.შეხვედრების ერთინაწილიჩატარდაქუთაისში, ფოთში, სენაკში, ხურჩაში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები კონფლიქტზე. საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკული სავარჯიშოები შეესრულებინათ და უფრო რეალურად წარმოედგინათ კონფლიქტის განვითარება, მისი დინამიკა, ეფიქრათ ხელისშემწყობ ფაქტორებზე.
წამყვანები თვლიან, რომ ინფორმირების კუთხით ვორკშოპებმა თავისი საქმე უკვე გააკეთეს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი პირველად დაფიქრდა კონფლიქტის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, რაც რეკომენდაციებში აღინიშნა.
ვორკშოპი
ჩაატარეს საერთაშორისო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში"მხარდაჭერით
ორგანიზებული ტრენინგის აქტიურმა მონაწილეებმა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პრობლემების
ადვოკატირებისა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხებზე.