ფონდი "სოხუმის" ლიდერთა სკოლის წევრებმა ქუთაისში, წყალტუბოში, სამტრედიასა და კოკში თორმეტივორკშოპი ჩაატარეს თემაზე "ლიდერობა და კონფლიქტი".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივ გოგონები. მათ აქტიურად იმსჯელესთავიანთ ლიდერულ თვისებებსა და შესაძლებლობებზე. დაფიქრდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ კონფლიქტურ სიტუაციებში საკუთარი ემოციების სამართავად.
გოგონებიძალაუფლებასთან ერთად ლიდერს დიდ პასუხისმგებლობასაც ანიჭებენ.
მათი მოსაზრებით, ლიდერს გრძნობების მართვა უნდა შეეძლოს, რადგანაც "ლიდერს მეტი მოეთხოვება. ის არ შეიძლება იმპულსური და გაუწონასწორებელი იყოს და აფექტის დროს მიიღოს გადაწყვეტილება".
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.