ამომრჩეველ ქალთა კლუბის მრავალპარტიულ შემადგენლობას კომუნისტური პარტიის წარმომადგენელიც შემოუერთდა. შორენა ბარამიძემ ამჯერად უფრო ახლოს გააცნო საკუთარი თავი დამსწრე საზოგადოებას - მისი თქმით, ამ პარტიაში გაწევრიანება სხვადასხვა ინტერესებით იყო გამოწვეული - მათ შორის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაასახელა. კლუბზე 2010 წლის არჩევნებიც მიმოვიხილეთ - კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა აუცილებელია, რადგან ქალი თავისი ბუნებით უფრო მგრძნობიარეა და ის უკეთ რეაგირებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა თუ კულტურის საკითხებზე.
ოზურგეთის საკრებულოში არჩევნების შედეგებით 3 ქალბატონია წარმოდგენილი.კლუბის წევრები - ჟურნალისტები, პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 3 ქალი ვერ შეცვლის არსებულ სურათს ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი მთელი ძალისხმევით იშრომებენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ხონის სამხედრო დასახლებაში შედგა.
ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელმა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გააცნო არჩევნების შედეგები, რომლის ირგვლივაც დისკუსია გაიმართა, ქალებმა აღნიშნეს, რომ ხონის საკრებულოში არც ერთი ქალი არ არის წარმოდგენილი, რაც ცუდ შედეგზე მიუთითებს.
კლუბის წევრებმასოციალურ პრობლემებზეც ისაუბრეს - კიდევ ერთხელ დასვეს განსახლების საკითხი - რომ დევნილთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს არასაკმარისი ფართის და უხარისხოდ შესრულებულისარემონტო სამუშაოების გამო.
ქალებმა ყურადღება თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც გაამახვილეს - აღნიშნეს, რომ დევნილი ქალების ცხოვრება ერთფეროვანია, მსგავსი შეხვედრები კი ახალი ინფორმაციის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
„ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" - ასეთი იყო თემა გოგონათა კლუბისა„აფხაზეთი - მინდა ყველაფერი ვიცოდე" , რომელიც ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა.
კლუბის მონაწილეთათვის თემა მახლობელი აღმოჩნდა. მათ ბევრი მაგალითი მოიყვანეს შერეული ოჯახების ცხოვრებიდან.
„ახლახან ჩემმა ბიძამ აფხაზი ქალი შეირთო. ძალიან ბედნიერები არიან. ასეთი მაგალითი ბევრია ჩვენს ირგვლივ, ეს ჩვენი ხალხების მშვიდობიანი მომავლის იმედს იძლევა," - აღნიშნა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მედიის როლის მნიშვნელობაზე აქტიური დისკუსიები გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე წყალტუბოში.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ადგილობრივი გაზეთ "წყალტუბოს” რედაქტორის მოადგილე - ეთერ დევიძე. მან ამომწურავი პასუხები გასცა შეკითხვებს და თავის მხრივ რეკომენდაციებითაც მიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა ქალს უფრო მეტი შესაძლებლობა მისცენ საკუთარი თავის რეალიზებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის მხრიდან იყო დიდი სურვილი მკითხველისთვის გაეცნო წყალტუბოში ყველა ქალი კანდიდატი, მათ მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიმართა მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუცილებელია მუშაობის გააქტიურება წყალტუბოში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილად არ არის განებივრებული ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებით.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" ქუთაისსა და წყალტუბოში გამართა შეხვედრები.
ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო შვედი მოხალისე ტერეზა სვედბერგი. რომელმაც ინტერესით მოისმინა დევნილი გოგონების მონათხრობი აფხაზეთის კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოზე.
მონაწილეები კმაყოფილები აღნიშნავენ, რომ კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მნიშვნელოვანია. რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციებს იგებენ აფხაზეთზე. ყოველი შეხვედრა ერთმანეთისაგან განსხვავებულია, რაც მუშაობას საინტერესოს ხდის.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას და ახლად არჩეულ საკრებულოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივას დაეთმო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ხონში.
არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ ხონში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 61,09% (ცესკოს მონაცემებით).
მიუხედავად იმისა, რომ არჩეული საკრებულოს წევრებს შორის ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა, კლუბის წევრები გეგმავენ ადგილობრივ მთავრობაში მოსული მამაკაცების წინაშე მეტი აქტიურობით დააყენონ სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ხონში მცხოვრები დევნილებისა და ასევე ადგილობრივებისათვის.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა წყალტუბოში სასიამოვნო ამბით დაიწყო - წყალტუბოს საკრებულოში ერთი ქალი იქნა არჩეული. ხათუნა წერეთელი, სოფ. მექვენას მაჟორიტარი კანდიდატი "თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან”.
კლუბის წევრები ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში გენდერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებოდნენ და ამის უმთავრეს მიზეზად დაასახელეს პარტიების მხრიდან სიებში ქალთა ნაკლები ჩართულობა.
არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ქალთა აქტიურობა, როგორც ყოველთვის, მაღალი იყო. კლუბის თითქმის ყველა წევრი უშუალოდ მონაწილეობდა საარჩევნო პროცესებშისაუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად, მდივნებად ან კომისიის წევრებად.
კლუბის წევრებმა სურვილი გამოთქვეს,ითანამშრომლონ წყალტუბოს საკრებულოს წევრ ერთადერთ ქალბატონთან. დაიგეგმა მისი მოწვევა კლუბის მომდევნო შეხვედრაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)