ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი დარეჯან ცხვიტარია, უკვე მეორედ გახდა ფოთის საკრებულოს წევრი. მას წარმატება მიულოცეს კლუბის წევრებმა - მისმა თანაქალაქელებმა, თანამოაზრეებმა, მეგობრებმა.
- ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანებთან ურთიერთობაა. ყველაფერს გავაკეთებ მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სამომავალოდ უფრო დიდი განაცხადის გაკეთებას პოლიტიკაში, მისიპასუხი ასეთია:
-ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ნაადრევია. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.როგორ შეიძლება ჯარისკაცი იყო და გენერლობაზე არ ფიქრობდე.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მისი აქტიურობა ადგილობრივ თვითმმართველობაში გადამდები და სტიმულის მიმცემი იქნება კლუბის დანარჩენი წევრებისათვის.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)