ხუთშაბათი, 28.11.2024, 04:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა  სასიამოვნო სიახლის გაცნობით დაიწყო - საკრებულოს წევრი ქალბატონი მაგდა მენაბდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს. კლუბის წევრებმა გამოხატეს სურვილი, რომ მაგდა მენაბდის მსგავსად, მმართველ თანამდებობებზე უფრო მეტი  ქალბატონი იყოს წარმოდგენილი.

ორსაათიანი შეხვედრა ფოთში კლუბის მუშაობის ერთწლიან შეჯამებას დაეთმო.

ქალბატონებმა დადებითად შეაფასეს განვლილი ერთი წელიწადი. მათი თქმით, კლუბთან თანამშრომლობის შემდეგ არაერთ ქალს გაუჩნდა ამბიცია პოლიტიკაში მოსვლის, ბევრმა ქალმა დაინახა საკუთარ თავში ლიდერი!

კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ფონდი "სოხუმის" ხელშეწყობით კიდევ არაერთ საინტერესო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1246 | დაამატა: admin | თარიღი: 04.08.2010

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა მორიგი შეხვედრა ხონში აგვისტოს ცხელ დღეს  გაიმართა.

თაკარა მზიანი დღის მიუხედავად, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები მაინც აქტიურად ჩაებნენ კლუბის მუშაობაში. ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად ნაყოფიერი იყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობა ხონში ერთი წლის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი არსებობა ხონში ერთი წლის წინ დაიწყო. მისი წევრები აღნიშნავენ, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაემდიდრებინათ საკუთარი ცოდნა სხვადასხვა ინფორმაციით (კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და მასში შესული ცვლილებები), ესაუბრათ საჭირბოროტო საკითხებზე (სოციალური თუ განსახლების), ემსჯელათ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე, გენდერზე, კვოტირებაზე, შეხვედროდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს - იმერეთის რეგიონში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს, დასწრებოდნენ ტრენინგ-სემინარს ქობულეთში (რომელი ერთი ჩამოთვალონ).

კლუბის წევრები მოხარულები არიან ფონდ "სოხუმთან" თანამშრომლობით, მათი თქმით, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკაში ქალთა მოსვლას აქტიურად უჭერს მხარს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1052 | დაამატა: admin | თარიღი: 02.08.2010

გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთის შესახებ" საინტერესო შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო ჟურნალისტიკა და მშვიდობისმყოფელობა. მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, პოეტები.მონაწილეებმა ისაუბრეს  მშვიდობისმყოფელობაში მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

ლალი შენგელიამ, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებში „სამრეკლო", „დროშა",  მონაწილეებს მოუთხრო თუ როგორი ურთიერთობა არსებობდა ქართველ და აფხაზ ჟურნალისტებს შორის. ისაუბრა  იმ ბეჭდვით გამოცემებზე, რომელიც იქმნებოდა ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების მიერ და წლების განმავლობაში პოპულარული იყო აფხაზეთში. შეეხო მშვიდობისმშენებლობაში მედიის განსაკუთრებულ როლს.

ნათელა მამარდაშვილმა  საინტერესო ისტორიები გაიხსენა აფხაზ მწერლებზე, შემოქმედებით ხალხზე. წაიკითხა საკუთარი ლექსები აფხაზეთზე.

ემოციებით დატვირთული იყო ლია ხარაბაძის მონათხრობი,  რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა.

კლუბის შეხვედრა გაიმართა ჟანა ჭაბუკიანის სახელობის მუზეუმში, რომელიც  ფონდ „სოხუმში" შეიქმნა.

  პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1150 | დაამატა: admin | თარიღი: 29.07.2010

 

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სტრატეგიას -  ჩართულობა თანამშრომლობის გზით.

აღნიშნულმა დოკუმენტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია - ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ სტრატეგია იქნება საფუძველი ნდობის აღსადგენად, მიიჩნევენ, რომ დიდია სახალხო დიპლომატიის როლი, ნათესაური კავშირების გამოყენება,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა - ასევე შაოსანი,  დედების ჩართვა მოლაპარაკებებში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1046 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.07.2010

- არასამთარარობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებმა, თუნდაც ჩვენმა კლუბმა მეტი ინიციატივები უნდა გამოიჩინოს ქართველი და აფხაზი ხალხის დასაახლოებლად! ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები, ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილება მესამე ძალამ გამოიწვია! - ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ამჯერად სტრატეგიის - შერიგება ჩართულობის გზით განხილვა მოეწყო, აღნიშნულმა დოკუმენტმა დამსწრე საზოგადოების დიდი დაიტერესება გამოიწვია - გაიმართა დისკუსია თემაზე - ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ნდობის აღდგენაში განსაკუთრებით დიდი სახალხო დიპლომატიის მისია - ნათესაური კავშირების, შერეული ოჯახების, ქალთა როლი.

უფრო მეტიც ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გამოხატავენ სურვილს ითანამშრომლონ აფხაზეთში მცხოვრებ ქალებთან - რაშიც მათ პირადი კონტაქტები დაეხმარებათ - მათი სურვილია სასკოლოდ ენგრუსიქეთ მცხოვრებ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება სასწავლო ინვენტარის გადაცემით მიულოცონ, კლუბის წევრები აცხადებენ, რომ მხარდაჭერისათვის თავად  საქართველოს პრეზიდენტსაც კი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ხელმძღვანელობას მიმართვენ.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1080 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010

21 ივლისს ფონდი "სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ - მოწვეულები იყვნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაციები ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრას  ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალი მანანა კიკაბიძე ესწრებოდა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი მოსვლა პოლიტიკაში, რომელი სფეროები იქნება მისთვის პრიორიტეტული და რა მიმართულებით აპირებს ის თავის შემდგომ საქმიანობას.

ორსაათიან შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გარკვეული დრო დევნილთა პრობლემების განხილვასაც დაუთმეს.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1091 | დაამატა: moderatori | თარიღი: 21.07.2010

კლუბის შეხვედრა ფონდი „სოხუმის" ოფისში გაიმართა რვა დევნილი გოგონას მონაწილეობით.

შეხვედრის თემა -  „ქართველთა და აფხაზთა სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული ერთიანობა". ეს საკითხები საინტერესო, მაგრამ ამასთანავე რთულიც იყო კლუბის მონაწილეთათვის.

„შეხვედრაზე შევიტყვე ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ  ერთიანობაზე. ამ ერთიანობას საფუძვლად გეოგრაფიული და ეკონომიკური ერთიანი სივრცე დაედო.  ეს თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,"- თამუნა სუბელიანი.

კლუბის მორიგი შეხვედრისათვისაც საინტერესო თემაა შერჩეული.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1125 | დაამატა: moderatori | თარიღი: 13.07.2010

« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0