კვირა, 05.05.2024, 08:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

დემოკრატიის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით ამომრჩეველ ქალთა  ლიგის მუშაობამ სტარტი აიღო - მის საქმიანობაში მომდევნო, ახალი ეტაპი დაიწყო.

პირველი შეხვედრა გაიმართა ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბში. პროექტის ასისტენტმა კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე - პოლიტიკაში და კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალთა პოლიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება.

შეკრებილებმა ისაუბრეს კლუბის და საერთოდ ქალთა ლიგის მისიაზე.

კლუბის წევრების აზრით, მათი უმთავრესი ამოცანაა პოლიტიკაში მოსასვლელად ქალთა მომზადება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია დევნილ ქალთა ინტეგრაცია და მათი აქტიურობის ხელშეწყობა. ამიტომ კლუბის წევრთა შორის დევნილ ქალთა რაოდენობა 50%-მდე უნდა გაიზარდოს.

ჩატარდა ჯგუფური სამუშაო. ქალებმა დასვეს მათი ქალაქისათვის აქტუალური   პრობლემები და ჩამოაყალიბეს  კონკრეტული საკითხები - სოციალური პრობლემების მოგვარება, პედაგოგთა ხელფასების გაზრდა, ფასიანი დეკრეტული და უფასო მშობიარობის დაწესება.

კლუბის წევრები თვლიან, რომ აუცილებელია პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირებისათვის აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1250 | დაამატა: admin | თარიღი: 03.11.2010

გოგონათა კლუბმა „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" ფონდ „სოხუმში" საინტერესო შეხვედრა ჩაატარა თემაზე ტოლერანტობა და ინტეგრაცია. ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „საფეხურები" (ფილმი ფონდი „სოხუმის" ლიდერი გოგონების მიერ იქნა გადაღებული), რომელიც სწორედ ინტეგრაციის თემას ეხება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მოყვანილ იქნა მაგალითები პირადი ცხოვრებიდან. აღინიშნა, რომ ინტეგრაცია საკმაოდ მტკივნეული თემაა. ხშირია მაგალითები როცა ადგილობრივებს არ სურთ დევნილი რძალი ან პირიქით, რის გამოც ახალგაზრდები ზარალდებიან.

არანაკლებ საინტერესო იყო სენაკში გამართული შეხვედრა, სადაც კლუბის წევრებმა აფხაზეთის ლიტერატურაზე და კულტურაზე ისაუბრეს.   

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1104 | დაამატა: admin | თარიღი: 18.10.2010

„როგორ ვცხოვრობდით ომამდე" - გოგონათა კლუბმა ამ საკითხების განხილვით დაიწყო მუშაობა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მოწვეულები იყვნენ დევნილი პედაგოგები. კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ამსახველი პოზიტიური ისტორიები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობებზე იცოდნენ ახალგაზრდებმა, რათა მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო საქმიანობაში.

არანაკლებ საინტერესო იყო ხონში გამართული შეხვედრა, მონაწილეებმა ისაუბრეს  აფხაზეთის  ლიტერატურაზე. ქართველი და აფხაზი მწერლების შემოქმედებაზე.

დასასრულს, კლუბის წევრებმა საშინაო დავალებაც მიიღეს, დაწერონ ჩანახატები, ესეები, აფხაზეთის თემაზე.

 

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1157 | დაამატა: admin | თარიღი: 22.09.2010

ერთი წელიწადია რაც წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი საქმიანობა დაიწყო. კლუბის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები - შეხვედრები თუ ტრენინგები ძალიან საინტერესო იყო.

კლუბის წევრებმა გასული ერთწლიანი მუშაობა ასე შეაფასეს:

- ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრები გვქონდა.

- საშუალება მოგვეცა საკუთარ პრობლემებზე გვესაუბრა.

- უკეთ გავეცანით ჩვენს უფლებებს. მივიღეთ ინფორმაციები საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობებზე.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კლუბმა მომავალშიც გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რაც ქალთა გააქტიურებას და მათი შესაძლებლობების  რეალიზებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 964 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2010

ერთწლიანი მუშაობის შეფასება,რეზულტატები,პლიუსები და მინუსები -  თავის არსებობის მეოთხე წილიწადს ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბი გასული წლის მუშაობის შეფასებას შეეცადა.

- მიმდინარე წელი გამორჩეული იყო წინა წლებისაგან. შეხვედრების თემატიკა გახდა მრავალფეროვანი, გავაფართოვეთ საქმიანობის არეალი, გადავახალისეთ ჯგუფები - ინგა მებონია, ბათუმის ქალთა კლუბის ლიდერი.

- ასეთი ტიპის შეხვედრები თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების ძალიან კარგი შესაძლებლობაა -  ცისო ჩხეიძე.

კლუბის წევრთა აზრით ეს წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კლუბის მუშაობა ამ  თვალსაზრისით საგრძნობლად გააქტიურდა. წინა წლებში ბათუმის საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი - წელს კი მათი რაოდენობა ოთხია. ერთ-ერთი მათგანი - ნაზიბროლა ქობულაძე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.

კლუბის წევრთა სურვილია მუშაობა პროექტის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდეს, რაც ხელს შეუწყობს ქალთა კიდევ უფრო გააქტიურებას პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 993 | დაამატა: moderatori | თარიღი: 24.08.2010

ქუთაისში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრას  არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოწვეული იყო   ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალბატონი მანანა კიკაბიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა - ნინო თვალთვაძემ ფონდი „სოხუმის" მიერ ქობულეთში ჩატარებული ტრენინგის შესახებ   გააკეთა ინფორმაცია. თავის მხრივ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს ტრენინგის მონაწილეებმაც. დალილა თამაზოღლის თქმით ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული:

- მივიღეთ ინფორმაცია ევროპულ ქარტიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაზე, ბიუჯეტის მართვაზე.

კლუბის ერთ-ერთმა  წევრმა მერი ლობჟანიძემ მისი უბნის პრობლემა - მოუწესრიგებელი წყალსადენი - დასვა განსახილველად. საკრებულოს წევრმა მანანა კიკაბიძემ სამომავლო გეგმებზე იაუბრა.

კლუბის შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება მრგვალი მაგიდის შესახებ, რომელიც სამ სექტემბერს ქუთაისში, „იმპერიალის" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. შეხვედრას  ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები და სხვადასხვა საკრებულოების წევრი ქალბატონები დაესწრებიან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1041 | დაამატა: admin | თარიღი: 24.08.2010

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა შეაფასეს ერთწლიანი მუშაობა და ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო ღონისძიებაზე მათი აქტიური მონაწილეობით.

საინტერესო რეკომენდაციები გაჟღერდა ამომრჩეველ ქალთა ლიგის სამომავლო საქმიანობასთან მიმართებაში - გაცვლითი შეხვედრები კლუბებს და საკრებულების წევრ ქალებს შორის, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებები, თანამშრომლობის გაძლიერება და შეხვედრები ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, კლუბის წევრების ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1149 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.08.2010

« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0