კვირა, 05.05.2024, 09:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

კლუბის წევრებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ, ქალბატონებმა 25 ნოემბერს ჩატარებული აქციის შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი კამპანიები არის პროტესტი ყოველგვარი ძალადობის მიმართ კლუბმა დღის მთავარ თემად ოჯახური ძალადობა აირჩია, დისკუსიაც სწორედ ამის ირგვლივ გაიმართა. მანანა შულაიამ ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე ისაუბრა. ქალებმა აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი.

გარდა ოჯახური ძალადობისა კლუბზე სხვა პრობლემებიც დაისვა: ფასიანი მშობიარობა და უფასო დეკრეტული შვებულებები. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ გამარტივებას საჭიროებს გაშვილების პროგრამაც. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით საჭიროა ხელმოწერების შეგროვება, წერილი ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა გარკვეული ცვლილებები იქნას შეტანილი საკანონმდებლო სისტემაში.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1048 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2010

ზუგდიდის ამომჩეველ ქალთა კლუბს ახალი წევრები დაემატნენ - იურისტები, უმაღლესი სასწავლების პედაგოგები, მრავალშვილიანი დედები, გაიზარდა  აფხაზეთიდან დევნილი ქალების რიცხვიც.

კლუბის წევრებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს - ჯგუფურ მუშაობაში გამოიკვეთა ყველაზე მტკივნეული პრობლემები - დაუსაქმებლობა, სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობა, დარღვევები სადაზღვევო სისტემაში. აღინიშნა, რომ  პოლისების არქონის გამო პრობლემები ექმნებათ მშობიარე ქალებს.

დაისვა დევნილთა ინტეგრაციის, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების საკითხიც. სამეგრელოში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში აქტუალურია მიგრაციისა და ოჯახური ძალადობის პრობლემაც.

არსებული პრობლემების გადასაწყვეტად შეხვედრის მონაწილეები პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის ამაღლებაზე საუბრობენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1051 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2010

საინტერესო ვითარებაში ჩაიარა ამომრჩეველ ქალთა კლუბმა წყალტუბოში. შეხვედრას ესწრებოდა კვინას კოორდინატორი საქართველოში მარი ვირდე (შვედეთიდან).

კლუბის წევრებმა წყალტუბოში არსებულ აქტუალურ პრობემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ამ საკითხების ლობირება ადგილობრივ დონეზე. 

კლუბის ერთ-ერთმა წევრმა მაია შალამბერიძემ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა, იმ ბარიერებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უშლის ქალს მოვიდეს გადაწყვეტილების  მიღების დონეზე და პოლიტიკაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

შეხვედრის მეორე ნაწილში სიტყვა შვედ სტუმარს გადაეცა:

- ბევრი მსმენია საქართველოზე, როგორც განვითარებად ქვეყანაზე, მოხარული ვარ,რომ მომეცა საშუალება უფრო ახლოს გავეცნო თქვენს პრობლემებს. პოლიტიკაში მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს, რასაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ჩვენს ქვეყანაში გენდერული თვალსაზრისით კარგი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა ამ შედეგების მოსაპოვებლად უდიდესი შრომაა საჭირო. თქვენთან უკვე დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა. მთავარია იყოს სურვილი და შედეგიც მალე გამოჩნდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1024 | დაამატა: admin | თარიღი: 18.11.2010

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა შეხვედრაზე არაერთი პრობლემა დასვეს, შემუშავდა რეკომენდაციებიც - ერთწლიანი ფასიანი დეკრეტული შვებულება, ქალებზე საპენსიო ასაკის შემცირება, ხელფასების და პენსიების გაზრდა, 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებზე სამედიცონო მომსახურეობაზე შეღავათების დაწესება, საგადასახადო კოდექსის გამარტივება მცირე მეწარმეთათვის.

დაისვა დევნილთა ინტეგრაციის საკითხიც. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციაზე მეტი ზრუნვაა საჭირო. აუცილებელია - საბინაო პირობების მოგვარება, დევნილთათვის შემწეობების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა. აღინიშნა, რომ პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელია ცვლილებები კანონმდებლობაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1004 | დაამატა: admin | თარიღი: 12.11.2010

- პოლიტიკაში ქალთა სიმცირე სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენს საზოგადოებას, - აღნიშნავს ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ნანა სარიშვილი და მას დანარჩენებიც ცალსახად ეთანხმებიან.

განახლებულმა ქალთა კლუბმა აქტიურად იმსჯელა რეგიონში არსებულ პრობლემებზე. ისაუბრეს მიგრაციაზე, უმუშევრობაზე, ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე, მძიმე სამუშაო პირობებზე, რომლებსაც ძირითადად ქალები ასრულებენ თხილის გადამამუშავებელ მინი-საამქროებში. განხილვის საგანი გახდა დეკრეტული შვებულებები, ასაკობრივი ცენზის საკითხი სამუშაოს ძიებისას.

კლუბის წევრები თვლიან, რომ პოლიტიკაში ქალთა მოსვლის შემთხვევაში სწორედ ეს პრობლემები გახდება პრიორიტეტული.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 974 | დაამატა: admin | თარიღი: 12.11.2010

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შემადგენლობა  განახლდა. ახალი

წევრები დიდი ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას პროექტის შესახებ. ვინაიდან კლუბის წევრთა უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, მათ ხონის სამხედრო დასახლებაში არსებულ დევნილთა პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება: აღინიშნა, რომ  კვლავ მოუწესრიგებელია შიდა გზები, რომლებიც სარემონტო სამუშაოების დროს აიყარა. დაუსაქმებელია დევნილთა დიდი ნაწილი, შემოსაყვანია ბუნებრივი აირი - არსებული პრობლემბის გადასაჭრელად კლუბის წევრები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან  შეხვედრას ითხოვენ.

კლუბის წევრები იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რომელთა გადასაჭრელად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო -  უფასო მშობიარობა დევნილებს, ფულადი დახმარება სოციალურად გაჭირვებულ, მარტოხელა ქალებს!

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ არსებულ პრობლემებს სათანადო სტრუქტურებში უნდა გაეწიოს ლობირება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1081 | დაამატა: admin | თარიღი: 09.11.2010

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა განახლებული შემადგენლობით დაიწყო მუშაობა. კლუბის წევრებს დევნილი ქალბატონები დაემატნენ. მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც აქტუალურია მოსახლეობაში:

- c ვირუსით დაავადებულ პაციენტთა სახელმწიფო პროგრამით უზრუნველყოფა

- ცოფის საწინააღმდეგო აცრების უფასო მომსახურება

- შიდა საქალაქო სამარშრუტო ხაზების მოწესრიგება

 კლუბის წევრთა აზრით, სწორედ ამ საკითხების მოგვარების თვალსაზრისით არის აუცილებელი ქალთა რიხვის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 987 | დაამატა: admin | თარიღი: 05.11.2010

« 1 2 ... 32 33 34 35 36 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0