შაბათი, 18.05.2024, 21:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები
 

ხობში ჩატარებულ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე 25 ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილებმა ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს - განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უშვილო ოჯახებზე, სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იმაზე, რომ არ არის ხელმისაწვდომი ნორმალური სამედიცინო მომსახურება. დაისვა ასევე მიგრაციის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და მათი დასაქმების საკითხიც.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები - კარლო ჯობავა და ლაშა ცატავა ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიან გამოსვლაში ისაუბრეს ისაუბრეს ქალის მნიშვნელოვან როლზე პოლიტიკაში.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გაეცვნენ ფონდი სოხუმის საკანონმდებლო ინიციატივას - რომელიც ითვალისწინებს 600 ლარიანი დახმარება მიეცეს  ყველა მშობიარე ქალს! მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონ-პროექტი იქნება სტიმული ქალბატონებისათვის მეტი შვილი გააჩინონ!

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1163 | დაამატა: admin | თარიღი: 19.01.2011

- საინტერესო და პროდუქტიული - ასე შეაფასეს წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა 17 იანვარს ჩატარებული შეხვედრა.

შეხვედრის პროდუქტიულობა განხილულმა ინფორმაციებმა განაპირობა.

პირველ ნაწილში ფონდი „სოხუმის" იურისტმა კლუბის წევრებს განუმარტა რას გულისხმობს წესი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ და გააცნო ფონდის მიერ შემუშავებული ინიციატივა - არსებულ კანონში დამატების შესახებ, რომელიც  ითვალისწინებს  ქალის უმუშევარობის შემთხვევაში გასაცემი დახმარების ოდენობა  განისაზღვროს 600 ლარით.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს იგპ ქალების ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების გენდერულ მონიტორინგში.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას უფრო ახლოს იცნობდეს საკრებულოს მუშაობას და იმ პროგრამებს რომელიც ადგილობრივ დონეზე ხორციელდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 958 | დაამატა: admin | თარიღი: 17.01.2011

ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული იყო ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა. კლუბის წევრებმა ვრცელი ინფორმაცია მიიღეს ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ახალ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს იგპ ქალთა ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გენდერული მონიტორინგის გზით.

კლუბის წევრები კიდევ ერთხელ გაეცნენ ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივებს:

 - 600 ლარიანი დახმარება მშობიარე ქალებს

-  1000 ლარიანი დახმარება სამ და მეტ შვილზე მშობიარე  ქალებს.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ ეს ინიციატივები ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოგრაფიული სურათის შეცვლას, ერის გამრავლებას.

რამდენად შესაძლებელია ამ საკითხების ადვოკატირება და ლობირება ამ საკითხებზე ისაუბრა პროექტის ასისტენტმა მირანდა გვანცელაძემ.

 შეხვედრის დასასრულს კლუბის წევრებმა თეა გოლეთიანისაგან(პროექტის ასისტენტი), რომელიც ისრაელში იმყოფებოდა მოისმინეს ინფორმაცია ისრაელში მოქმედი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1144 | დაამატა: admin | თარიღი: 13.01.2011

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ერთმანეთს  ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

კლუბის დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა საერთო პრობლემებზე ისაუბრეს - მწვავედ დაისვა ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალურ სფეროში არსებული პრობლემები. მიიჩნევენ, რომ უნდა გამარტივდეს გაშვილების პროცეს., დაბალი დემოგრაფიული მაჩვნებლის გასაზრდელად, ქალები უფასო მშობიარობისა და ერთწლიანი ფასიანი დეკრეტულიშვებულების დაწესებას მოითხოვენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1108 | დაამატა: admin | თარიღი: 21.12.2010

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში განსხვავებული ფორმატით ჩატარდა.

შეხვედრას ოზურგეთისა და ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეები თვლიან რომ შეხვედრების ასეთი ფორმით ჩატარება აუცილებელია ინფორმმაციის გაცვლისა და თანამშრომლობისათვის.

- გავეცანით ბათუმის კლუბის მუშაობას, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე - ქალის როლზე პოლიტიკაში, საერთო პრობლემებზე. ბათუმის კლუბის წევრებმა იმ გრანდიოზული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც მათ ქალაქში საახალწლოდ იგეგმება, ეს ინფორმაციები სიამოვნებით მოვისმინეთ - ციცი კუპრაძე, ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი

- ვფიქრობ, გაცვლითი შეხვედრები რეგიონებში უფრო საინტერესოა, რადგან სხვა  რეგიონის ცხოვრებას უფრო ახლოს ვეცნობით - სოფო ბილიხოძე, ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი ფოთში.

ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბი მორიგ გაცვლით შეხვედრას სხვა რეგიონში გეგმავს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1019 | დაამატა: admin | თარიღი: 17.12.2010

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობასა და მის გამომწვევ უამრავ მიზეზზე. მათ შორის  ერთ-ერთი უმთავრესი უმუშევრობა და არასათანადო ეკონომიკური გარემო დასახელდა.

დღის წესრიგში რჩება ასევე ის საკითხები, რომლებზეც მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები.

ფონდის იურისტმა, თამარ ფაჩულიამ, ამომწურავი პასუხი გასცა შეკითხვებს იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც საჭიროა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადის გასაზრდელად  და უფასო მშობიარობის დასაკანონებლად. 

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1045 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.12.2010

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა ისაუბრეს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მიერ გამოვლენილ პრობლემებზე და მათოგვარების აუცილებლობაზე. 

მონაწილეთა აზრით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ფონდი „სოხუმის" იურისტები აქტიურად ჩაერთვნენ ლიგის მუშაობაში და ამუშავებენ დეკრეტულ შვებულებისა და უფასო მშობიარობის საკითხებს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით. 

გარდა ზემოთხსენებული ორი პრობლემისა, წყალტუბოში, ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელი მთელი  რიგი პრობლემები დასახელდა. მათ შორისაა უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, მუნიციპალური ბაღებისა და საავადმყოფოების აღდგენა. 

კლუბის წევრებმა გამოხატეს ინიციატივა, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მოამზადონ წერილი და წარუდგინონ ადგილობრივ მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.  

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 926 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

« 1 2 ... 31 32 33 34 35 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0