ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შემადგენლობაგანახლდა. ახალი
წევრები დიდი ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას პროექტის შესახებ. ვინაიდან კლუბის წევრთა უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, მათ ხონის სამხედრო დასახლებაში არსებულ დევნილთა პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება: აღინიშნა, რომკვლავ მოუწესრიგებელია შიდა გზები, რომლებიც სარემონტო სამუშაოების დროს აიყარა. დაუსაქმებელია დევნილთა დიდი ნაწილი, შემოსაყვანია ბუნებრივი აირი - არსებული პრობლემბის გადასაჭრელად კლუბის წევრები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
კლუბის წევრები იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რომელთა გადასაჭრელად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო - უფასო მშობიარობა დევნილებს, ფულადი დახმარება სოციალურად გაჭირვებულ, მარტოხელა ქალებს!
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ არსებულ პრობლემებს სათანადო სტრუქტურებში უნდა გაეწიოს ლობირება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)