შაბათი, 18.05.2024, 19:32
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ამორჩეველ ქალთა კლუბზე საუბარი იყო ადვოკატირებაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე. მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კანონს „ლობისტური საქმიანობის შესახებ". საუბარი იყო იმ საშუალებებზე, რომლითაც მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა გავლენა იქონიონ საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე.

კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია მათ საშუალებას მისცემს იყვნენ უფრო აქტიურები.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1018 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.02.2011

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს. დისკუსია გაიმართა თემაზე: ადამიანის უფლებები -  ოჯახური ძალადობა და მისი აღკვეთის გზები. ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა დაუცველია. მათ არ იციან საკუთარი უფლებები.

საუბარი შეეხო პრესისა და მედიის დამოკიდებულებასაც. აღინიშნა, რომ ხშირად მედია არ იცავს ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს უმსგავსო შინაარსის გადაცემებითა თუ რეკლემებით. რაც უარყოფითად მოქმედებს მოზარდის და ზოგადად ადამიანის ფსიქიკაზე. მსგავსი სტილის გადაცემებისათვის უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური დრო - აღნიშნეს ქალბატონებმა.

შეხვედრის უმთავრესი დრო ფონდი „სოხუმის" იურისტს ინგა მაღლაფერიძეს დაეთმო. მან ადვოკატირებასა და ლობირებაზე ისაუბრა ამომრჩეველ ქალებთან.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1244 | დაამატა: moderatori | თარიღი: 04.02.2011

განსხვავებული  ფორმით შედგა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ქუთასში - კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ორსაათიან ვორკ-შოპში, რომელსაც ფონდი „სოხუმის" იურისტი ინგა მაღლაფერიძე უძღვებოდა.

თემამ,  - ადვოკატირება და ლობირება,- მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს პრობლემის ადვოკატირებაზე.

კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ ვორკშოპზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც გამოიყენებენ.

- გავეცანით კანონს ლობირების შესახებ, გავიგნეთ თუ ვინ შეიძლება იყოს ლობისტი და რა ფუნქციები შეიძლება მას დაეკისროს ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად - ანჟელა ჩიხლაძე. 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1164 | დაამატა: moderatori | თარიღი: 03.02.2011

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს - მონაწილეები თვლიან, რომ ინიციატივა რომელიც 600 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს მშობიარე ქალებზე, - მნიშვნელოვნია. საჭიროების შემთხვევაში მზად არიან შეაგროვონ ხელმოწერები ანიშნული კანონ-პროექტის მხარდასაჭერად. კლუბის წევრებმა სავარაუდო ლობისტებზეც იმსჯელეს. თუ ვინ შეიძლება გაიტანოს კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში. მათი აზრით ლობირება შეიძლება გასწიონ ქალმა პარლამენტარებმა, პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა, ასევე საქართველოს პირველმა ლედიმ - სანდრა რულოვსმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბის ერთ-ერთმა წევრმა, გაზეთ „ალიონის" ჟურნალისტმა ნინო ნიკოლეიშვილმა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ეს ამბიცია კლუბთან თანამშრომლობის შემდეგ გაუჩნდა. კლუბის წევრები მიესალმებიან ნინოს ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში მსგავსი სურვილი კლუბის სხვა წევრებსაც გაუჩნდებათ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1035 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.01.2011

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა საქმიან, სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. - კლუბს სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ -  დევნილები, პოლიტიკური პარტიის წევრები, პედაგოგები, დიასახლისები, მრავალშვილიანი დედები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიდი დაინტერესება გამოიწვია ფონდი „სოხუმის"  წარმომადგენელთა მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ, ისრაელში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

მოეწყო განხილვა ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივისა - 600 ლარიანი დახმარება მშობიარე ქალებს. კლუბის წევრები მიესალმებიან ამ ინიციატივას და აღნიშნავენ რომ მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს

ორსაათიანი შეხვედრის დასასრულს  კლუბის ერთ-ერთი წევრის მანანა ბუკიას წიგნის - „გენდერული თანასწორობის ქართული ფესვების" პრეზენტაცია მოეწყო. წიგნი საჩუქრად გადაეცათ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებსაც.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1221 | დაამატა: admin | თარიღი: 24.01.2011

ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივის - 600 ლარიანი დახმარება მშობიარე ქალებს განხილვა მოეწყო .

მონაწილეები მხარს უჭერენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ხელმოწერებიც შეაგროვონ ადგილობრივ მოსახლეობაში!

შეხვედრას ფოთის საკრებულოს წევრი ქალბატონი დარეჯან ცხვიტარიაც დაესწრო - მან თვითმმართველი ქალაქ ფოთის სოციალურ პაკეტზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში გაწერილია ფულადი დახმარებები მრავალშვილიან დედებზე. არსებობს უფასო სამედიცინო მომსახურება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხნენ: - დასაქმება ნომერ პირველი პრობლემაა- აღინიშნა შეხვედრაზე, მწვავედ დაისვა გაშვილების პრობლემაც. კლუბის წევრებმა  ასეთი კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანეს: 46 წლის ქალს, რომლიც 20 წლის განმავლობაში იყო უშვილო, უცნობმა პირებმა სახლის ეზოში ახალშობილი დაუსვა. სახელმწიფომ ოჯახს ბავშვი ჩამოართვა და საგარეჯოს ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კანონი გაშვილების შესახებ გადახედვას მოითხოვს. თანაც დროულად. უმჯობესია ბავშვი თბილ ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს, ვიდრე ბავშვთა სახლში სადაც მშობლიურ ყურადღებას მოკლებულია!

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1158 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2011

ზუსტად მიგნებული პრობლემა, მის მოსაგვარებლად ღირს მუშაობა, მოქმედება - ასეთი სიტყვები ისმოდა ქუთაისში ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის" ინიციატივას - დამატებები შეიტანონ კანონ-პროექტში რომელიც ყველა მშობიარისათვის 600 ლარიან ანაზღაურებას გულისხმობს.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული  ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვანია ქალთა მხარდაჭერის თვალსაზრისით, იმედს იტოვებენ, რომ ამ ინიციატივას საკანონმდებლო სისტემებში სწორად გაიგებენ და გაითვალისწინებენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1123 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2011

« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0