|
- მნიშვნელოვანია, რომ
წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში პრიორიტეტული გახდა სოციალური სფერო, რაც მოსახლეობის
სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. - ასე დაიწყო საუბარი ფოთში ჩატარებულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის
შეკრებაზე ქალბატონმა დარეჯან ცხვიტარიამ (სოციალურ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) და მონაწილეებს ადგილობრივი ბიუჯეტი გააცნო.
კლუბის წევრები მიღებული ინფორმაციას ღირებულს უწოდებენ, რადგან
უკვე აქვთ წარმოდგენა რას ითვალისწინებს ადგილობრივი
ბიუჯეტი.
ადვოკატირების ხუთკაციანი
ჯგუფი განაგრძობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებაზე მუშაობას.
შეხვედრაზე, ფოთში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილების პრობლემები
გამოიკვეთა: ითქვა რომ, დაბინძურებულია დევნილთა დასახლების შემოგარენი, მომრავლებულია
ქვეწარმავლები, რაც საფრთხეს უქმნის იქ მცოვრებ ადამიანებს.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ადვოკატირების ჯგუფი სანეპიტსადგურს
მიმართავს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
|
|
|
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბი განსაკუთრებული აქტიურობით დაიწყო. შეკრებილები ინტერესით გაეცნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტს.
- დეტალურად განვიხილეთ ის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, სოციალური სფერო... მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტს უნდა იცნობდეს თითოეული მოქალაქე. თუმცა, საზოგადოება ამ მხრივ ნაკლებად ინფორმირებულია, - აღნიშნა კლუბის წევრმა ქეთევან ქადიეშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრთა უმრავლესობა, რომლებიც საზოგადოების აქტიურ ნაწილს წარმოადგენს, პირველად გაეცნო ბიუჯეტს. თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხშირად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და ინფორმაცია ქალაქის ბიუჯეტზე მათთვის არ იყო ახალი.
ადვოკატირების ჯგუფმა ერთხმად აღნიშნა, რომ ქალაქში ჯერ კიდევ გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობის გამო არ არის რეორგანიზაცია დამთავრებული, ამიტომაც კონკრეტული ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა ვერ ხერხდება. ჯგუფის წევრეი თვლიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|
|
|
ბათუმის დემოკრატიის
ჩართულობის ცენტრში შეკრებილი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები თვითმმართველი ქალაქ
ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტს გაეცნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა
აღნიშნეს, რომ ქალაქის ბიუჯეტს არ იცნობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამიტომ ამ შეხვედრას ინფორმირებულობის თვალსაზრისით
დიდი დატვირთვა აქვს.
მონაწილეთა განსაკუთრებული
დაინტერესება გამოიწვია ქალაქის ბიუჯეტის იმ ნაწილმა, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებს შეეხება...
იმავე დღეს კლუბის
წევრები ქალაქ ბათუმის მერიის საბიუჯეტო კომისიის
თავმჯდომარეს ედნარ ნატარიძესაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ბაგა-ბაღებში არსებული მაღალი
გადასახადის საკითხი დასვეს.
მნიშვნელოვანია,
რომ ბათუმის ადვოკატირების ჯგუფის წევრთა ინიციატივით, მახინჯაურის ტერიტორიაზე უნარშეზღუდული
ბავშვებისათვის სპეციალური სკოლა გაიხსნა, სადაც პატარები ქარგვის, ქსოვის, კერვის
ხელოვნებას დაეუფლებიან.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აქტიური მუშაობით
ბევრი მნიშვნელოვანი პრობლეის ადვოკატირებას მოახეხებენ ადგილობრივ ხელისუფლეასთან
თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|
|
|
ქუთაისის
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ფონდ „სოხუმში" შეიკრიბნენ. შეხვედრის დასაწყისში,
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ტრენინგზე - „ადვოკატირება და ეფექტური კომუნიკაცია",
რომელსაც კლუბის ოთხი წევრი ესწრებოდა.
შეხვედრა პრობლემებზე საუბრით გაგრძელდა.
ჩამოთვლილი პრობლემებიდან ყველაზე აქტუალური
შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.
მაგალითად, ნიკეას ქუჩაზე ბოძები დგას და
განათება არ არის. სკოლის წინ არ დგას შესაბამისი საგზაო ნიშანი, რის გამოც მაღალია
ავარიული შემთხვევების რისკი. ადვოკატირების ჯგუფი ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე იწყებს
მუშაობას.
მონაწილეებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელთა
მოგვარება მხოლოდ ზედა დონეზეა შესაძლებელი. მაგალითად, უმუშევარი ქალებისათვის დეკრეტული შვებულება. სპეციალური პროგრამები C ჰეპატიტით დაავადებულთათვის. გადაწყდა, მსგავსი პრობლემების
ლობირებისათვის აქტიურად იმუშაონ.
ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა, კლუბის შეხვედრაზე
მოიწვიონ პარლამენტარი ქალები და კლუბის მუშაობა გააცნონ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი)
მიერ (NED)
|
|
|
კლუბზე განსაკუთრეული აქტიურობა შეინიშნებოდა. შეხვედრის დასაწყისში
მოდერატორმა ნანა თოდუამ კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე რეორგანიზაციის
შესახებ.
მისი თქმით, შეიცვალა კლუბის მოდერატორები, შემადგენლობა გადახალისდა,
კლუბს შეემატებიან ქალები სხვადასხვა სოფლიდან.
შეხვედრაზე მოსახლეობის არაინფორმირებულობას და უფლებების არცოდნას
გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან ვის, რა ფორმით მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. კარგი იქნება,
თუკი სოფლებში გვეყოლება ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის
პრობლემების ადვოკატირებას შეძლებენ.
ადვოკატირების ჯგუფის წევრები თვლიან, რომ ტრენინგზე მიღებული
უნარ-ჩვევები პრობლემების ადვოკატირებასა და
ადგილობრივ თვითმმართველობასთან ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარება.
პროექტი
ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|
|
|
„ბათუმის მერიას
მივმართეთ განცხადებით, უსინათლო და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ქალაქის გადატვირთულ
გადასასვლელებზე, შუქნიშნებზე გამაფრთხილებელი ზარები დაემონტაჟებინათ. ჩვენი განცხადება
განიხილეს და უახლოეს მომავალში ველოდებით პრობლემის გადაჭრას". - ამ ინფორმაციის გაცნობით
დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში.
შეხვედრას ესწრებოდნენ
ქუთაისში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებიც. რომლებმაც მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ საინტერესო და აქტუალური იყო
ტრენინგის თემატიკა - ადვოკატირება და ეფექტური კომუნიკაციები. მონაწილეები ამბობენ,
რომ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირებისას ეფექტურად გამოიყენებენ.
პროექტი
ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|
|
|
მუშაობა ხონის
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა 2013 წლის სამუშაო გეგმის შედგენით დაიწყეს. გეგმის
მიხედვით მომავალი თვეების განმავლობაში გაგრძელდება მათ თემში არსებული პრობლემების
ადვოკატირება ადგილობრივ მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და მედიასთან თანამშრომლობით.
კლუბი გასვლით შეხვედრებსაც გეგმავს რეგიონებში...
იმავე დღეს კლუბის
წევრებმა კულტურული ღონისძიებაც მოაწყვეს. ცნობილი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ირაკლის აბაშიძის სახლ-მუზეუმი
მოინახულეს. დაათვალიერეს მწერლის პირადი ნივთები და ფოტოგალერეა, უფრო ახლოს გაეცვნენ მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მომდევნო წელი კლუბის
მუშაობაში აქტიური და პროდუქტიული იქნება, რაგან ადვოკატირების ჯგუფს უკვე დაუგროვდა
გამოცდილება, რაც მომავალში ახალი პრობლემების ადვოკატირებისას გამოადგებათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|
| « 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 43 44 » |