ოზურგეთის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ჩატარდა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, რომელთა შემადგენლობაშიც არიან ჟურნალისტები, პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გაეცნენ ინფორმაციას პროექტის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ადვოკატირების ჯგუფს ახალი წევრებიც დაემატნენ, რომლებიც საერთო გადაწყვეტილებით, კლუბის წევრთა მიერ დასმულაქტუალურ საკითხებზე იმუშავებენ. მონაწილეებმა ორი ძირითადი პრობლემა დაასახელეს, რომლებიც ოზურგეთის მე-4 და მე-8 ბაგა-ბაღებში სათამაშობის არქონას და სპორტ-დარბაზში შესასრულებელ სარემონტო სამუშაოებს შეეხებოდა.
შეკრებილელებმა მრავალშვილიანი ოჯახების საკითხიც დასვეს. ითქვა. რომ ეს ოჯახები განსაკუთრებულ გასაჭირში არიან და სოციალურ დახმარებას საჭიროებენ. ამ მიზნით, ამომრჩეველ ქალთა კლუბი მომავალში სპეციალური ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელიც ასეთი ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის და მათი პრობლემების ადვოკატირებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეეცდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ნოემბრიდან ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა მუშაობა განაახლეს. პირველი შეხვედრაწყალტუბოში, ფონდი„სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა. კლუბის შემადგენლობას ახალი წევრები - აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები დაემატნენ.
შეკრებილები გაეცნენ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს,ისაუბრეს მთელი წლის განმავლობაში ჩასატარებელ ღონისძიებებზე.
კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ მათი მომავალი საქმიანობა უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახდება. ქალბატონები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაში. მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ ბევრია ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელი პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებთან თანამშრომლობით შეეცდებიან.
ქალთა კლუბი მზად არის მომავალი საქმიანობისთვის. გასული წლის საქმიანობასისინი დადებითად აფასებენდა თვლიან, რომკარგი ნიადიაგია შექმნილი იმისათვის, რომ მომდევო წელი უფრო ნაყოფიერი და პროდუქტიული იყოს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
შეხვედრა დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც 17 ქალბატონი დაესწრო.
კლუბის მოდერატორებმა ნათია კიკვაძემ და ეთერ დიასამიძემ ამომრჩეველ
ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობის ანალიზი გააკეთეს.
იმ დღეს დადებითად შეფასდა ადვოკატირების ჯგუფის მუშაობა, რომელმაც
წლის მანძილზე სამი ადგილობრივი პრობლემის გადაჭრა ბათუმსა და ქობულეთში (ლიფტის, თავმოხდილი
ჭების, ბაგა-ბაღში გათბობის)...
კლუბის წევრებმა ის პრობლემები დაასახელეს, რომელთა ადვოკატირებასაც
მომავალში გეგმავენ (გადათხრილი გზების, შუქნიშნების, სატრანსპორტო გადასახადისაგან
გათავისუფლდნენ მოსწავლეები და სტუდენტები...)
შეხვედრის მონაწილეები ადგილობრივი მედიის, 25-ე არხის ტელეჟურნალისტებმა
ჩაწერეს თემაზე: "პოლიტიკური დებატები მედიაში..."
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
შეხვედრაზე ერთწლიანი მუშაობის შეჯამება გაკეთდა. კლუბის წევრებმა განვილილი
ერთი წელი დადებითად შეაფასეს.
- კლუბის წყალობით გავიმდიდრეთ ცოდნა, შევიძინეთ ახალი მეგობრები.
წლის განმავლობაში ვმსჯელობდით ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე და მათი
გადაჭრის გზებზე. რამდენიმე მათგანის გადაჭრაც კი შევძელით, რაშიც ფონდი "სოხუმის"
მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე შეძენილი უნარ-ჩვევები (ადვოკატირების თემაზე) დაგვეხმარა - იზოლდა
ხასია.
-ვისურვებდი, კლუბმა მომავალშიც განაგრძოს თავისი არსებობა. რაც ქალთა
გააქტიურებას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატრებას შეუწყობს ხელს.
პროექტი
ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ინფორმაციების გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით დაიწყო ფოთში
ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი. კლუბის წევრებმა ერთწლიან მუშაობას ნაყოფიერი და
საქმიანი უწოდეს.
შეხვედრას ფოთის აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტსმენები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი ფოთში - დარეჯან ცხვიტარია, ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური
წევრია. ის რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფონდ "სოხუმთან", მისი აქტიურობით არაერთი
ადგილობრივი პრობლემა დაისვა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და გადაიჭრა კიდეც.
სპორტსმენები ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიან მუშაობას გაეცნენ. აღნიშნეს, რომ მიესალმებიან
ქალთა აქტიურობას როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში, მათ შორის სპორტის ყველა
სახეობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ინფორმაციების გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით დაიწყო ფოთში
ჩატარებული ამომრჩეველ ქალთა კლუბი. კლუბის წევრებმა ერთწლიან მუშაობას ნაყოფიერი და
საქმიანი უწოდეს.
შეხვედრას ფოთის აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტსმენები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი ფოთში -დარეჯან ცხვიტარია, ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური
წევრია. ის რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფონდ "სოხუმთან", მისი აქტიურობით არაერთი
ადგილობრივი პრობლემა დაისვა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და გადაიჭრა კიდეც.
სპორტსმენები ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიან მუშაობას გაეცნენ. აღნიშნეს, რომ მიესალმებიან
ქალთა აქტიურობას როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში, მათ შორის სპორტის ყველა
სახეობაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
ოზურგეთის ქალთა კლუბმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. მონაწილეებმა შესრულებული
სამუშაოების ანალიზი გააკეთეს. ღიად და გულწრფელად ისაუბრეს იმ პრობლემებზე,
რომელიც ამ სამუშაოების შესრულებისას შეხვდათ. პრობლემებზე საუბრის დასრულების
შემდეგ მიღწევებზეც გაამახვილეს ყურადღება და დაასკვეს, რომ ერთად. ერთმანეთის
დახმარებით, უფრო მეტი პრობლემების მოგვარებას მოახერხებენ.
- აქ დავინახე ქალთა ერთობლიობის და ერთიანი მუშაობის სიძლიერე. ჩამოყალიბდა
საუკეთესო ურთიერთობები. სასიამოვნო იქნება თუ მუშაობის გაგრძელების საშუალება
მოგვეცემა.
- ინფორმაციების გაცნობამ ქალბატონებს
არა მხოლოდ საერთო, არამედ საკუთარი ოჯახების პრობლემების მოგვარების
შესაძლებლობა მისცა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)