|
წყალტუბოს კლუბის რამდენიმე წევრი ფონდ „სოხუმში" ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდა,
რომელიც მიზნად ისახავდა მათ მომზადებას აქტიური ადვოკატირებისათვის. ტრენინგის
მონაწილეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს შეკრებილებს და იმ უნარ-ჩვევებზე
ისაუბრეს, რომელიც პრობლემების მოგვარებისას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
შეხვედრა იმითი იყო გამორჩეული, რომ ადვოკატირების ჯგუფი შეიქმნა, რომელიც უკვე
გეგმავს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით პრობლემების მოგვარებაზე დაიწყოს
მუშაობა.
პირველი პრობლემა უკვე გამოჩნდა: როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, წინასაარჩევნოდ დევნილთა
რაიონში მოსახლეობას გამათბობლების დამონტაჟებას დაჰპირდნენ. ადვოკატირების ჯგუფი შეეცდება
ამ პრობლემის მოსაგვარებლად იმუშაოს.
ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა, კლუბის შეხვედრაზე მოიწვიონ წყალტუბოს მაჟორიტარი
დეპუტატი და პარლამენტში არსებულ გენდერულ დისბალანსზე ისაუბრონ.
პროექტი
ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|
|
|
სენაკში ჩატარებულ ამომრჩეველ
ქალთა კლუბზე შეკრებილებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, როგორ იმუშაონ
მომავალში, როგორ დაგეგმონ კლუბის მუშაობა.
აღინიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობას
დღემდე უამრავი პრობლემა აქვს, რომელთა მოგვარება ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.
კლუბის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო სხვა კლუბების გამოცდილება - სად, როგორ და
რა სახის პრობლემების ადვოკატირება მოხერხდა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ
ეტაპზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს.
რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
განაახლებენ. მათი აზრით, პრობლემების ადვოკატირებისათვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი
იქნება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
|
|
|
ფოთში ჩატარებულ შეხვედრას რამდენიმე ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი დაესწრო. ჟურნალისტები კლუბის მუშაობით დაინტერესდნენ და შეკრებილებს რამდენიმე შეკითხვით მიმართეს: კერძოდ, რა პრევენციულ ზომებს მიმართავს ფონდი „სოხუმი" და კლუბის თითოეული წევრი ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად და დასახმარებლად? კლუბის აქტიურმა წევრებმა პასუხად ფსიქოლოგის, იურისტის კონსულტაციებზე ისაუბრეს.
25 ნოემბერს, ფოთში ჩატარებული აქციის შესახებ კლუბის მოდერატორმა ნელი უნგიაძემ ისაუბრა. მისი თქმით, აქციას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. უფრო მეტიც, ადგილობრივმა თუ დევნილმა ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს, თავადაც დაერიგებინათ საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები ქალაქის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე. |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
883
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
06.12.2012
|
|
ოზურგეთის ქალთა კლუბის წევრებმა 25 ნოემბერს (ფესტივალი 16 დღიანი
საერთაშორისო კამპანიის პირველ დღეს დაემთხვა) ხურჩაში ნაციონარული კერძების
ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალის მონაწილეებმა ერთმანეთს ხურჩის შთაბეჭდილებები გაუზიარეს:
- ფესტივალზე გურული კერძები წარმოვადგინეთ. ჩვენს სუფრაზე მოდიოდნენ სტუმრები საქართველოს სხვადსხვა კუთხეებიდან და
აგემოვნებდნენ ჩვენს კერძებს. თბილი ატმოსფერო იყო ხურჩაში.
მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიას
დაემთხვა, მოხარულები ვართ, რათა ჩვენც მივიღეთ ამ ლამაზ და მნიშვნელოვან
დღესასწაულში მონაწილეობა, - ციცი კუპრაძე.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში
გენდერულ სიტუაციაზე ისაუბრა ქეთევან ქადიეშვილმა, კლუბის აქტიურმა წევრებმა
აღნიშნეს, რომ ქართულ პოლიტიკაში
კვლავინდებურად ქალთა სიმცირეა, მიიჩნევენ, რომ მინისტრებად თუ ხელმძღვანელ თანამდებობებზე
მეტი ადგილი უნდა დაიკავონ ქალებმა, ამისათვის კი ქალთა მეტი გააქტიურებაა საჭირო.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
|
|
|
შეხვედრა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. კლუბზე გაკეთდა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე.
აღინიშნა, რომ 25 ნოემბერს ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც აქტიურად ჩაერთვნენ კამპანიაში. ჩატარდა აქცია, - გავრცელდა 100 -ზე მეტი საინფორმაციო ფურცელი, ბუკლეტები, კალენდრები... მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა დადებითად შეხვდა აქციას და საკუთარი მხზარდაჭერა ღიად დააფიქსირა.
კლუბზე აქცენტი ოჯახური ძალადობის პრობლემაზე გაკეთდა. დისკუსიის დროს ოჯახური ძალადობის მიზეზბზე ისაუბრეს, რომელთა შორის - სოციალური ფონი, მიგრაცია, უმუშევრობა დასახელდა.
კლუბი სასიხარულო სიახლით დასრულდა - ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრმა ნონა თოლორაიამ რეგიონის (სამერგელო, ზემო სვანეთი) პროკურორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
848
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
30.11.2012
|
|
25 ნოემბერს ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალში, რომელიც გაიმართა სოფელ ხურჩაში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.
ფესტივალზე გამოფენილი იყო ქართლური, იმერული, აფხაზური, ოსური, მესხური, სვანური, რუსული კერძები.
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა უგემრიელესი გურული კერძებით - საცივი, ღვეზელი, კეცის მჭადი, ყველი, ქოთნის ლობიო - უმასპინძლეს მონაწილეებს.
ფესტივალის სტუმრებმა გურული ღვინოც დააჭაშნიკეს.
გურულმა სამზარეულომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ფონდი „სოხუმის" აქტივისტი ქალბატონები სერთიფიკატითაც დაჯილდოვდნენ...
ამ ფორმით დაიწყო ფონდმა „სოხუმმა" მონაწილეობა კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ". |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
811
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
25.11.2012
|
|
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ბათუმში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც 20 ქალბატონი დაესწრო.
მოდერატორმა ნათია კიკვაძემ კლუბის წევრებს გააცნო ინფორმაცია პროექტის გაგრძელების შესახებ.
შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია მოახლოებულ მსოფლიო კამპანიაზე, მასში აქტიურად ჩაერთვებიან კლუბის წევრებიც. ჩაატარებენ ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრებს, მონაწილეობას მიიღებენ აქციაში: მერიის შენობაში და ცენტრალურ ქუჩებზე გააკრავენ პლაკატებს.
მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ძალადობა ქალთა მიმართ ბოროტებაა და მსოფლიო პროტესტს საკუთარ ხმასაც შეუერთებენ.
კლუბის წევრები მზად არიან აქტიურად იმუშაონ ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. ამისათვის ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი იმუშავებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
824
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
16.11.2012
| « 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 43 44 » |