ხონის ამომრჩეველ
ქალთა კლუბის საინიციატივო ჯგუფის წევრები ქალაქის ცენტრში ბავშვთა გასართობი ცენტრის
დამონტაჟებას ითხოვენ. მათ ამ წინადადებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართეს.
- გამგებელი გაეცნო
ჩვენს განცხადებას და შეგვპირდა, რომ ბავშვთა გასართობი ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება.
- აღნიშნა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა ელისო ჯიქიამ.
კლუბზე მოეწყო
აფხაზეთიდან დევნილი პოეტი ქალის დოდო ძიმისტარაშვილის ლექსების განხილვა. კლუბის წევრებმა
მათი საყვარელი ლექსები გაიხსენეს - ქალზე, მშობლიურ აფხაზეთზე, სიყვარულზე - პოეზიის
რამდენიმე წუთმა ამაღლებული, საგაზაფხულო განწყობა
შემოიტანა კლუბის მუშაობაში...
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
საინტერესო, თბილ ატმოსფეროში დაიწყო შესარჩევი ტრენინგი სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ტრენინგს პირველად ესწრებოდა, მონაწილეებს შორის აქტიურობის თვალსაზრისით ზღვარი თითქმის არ არსებობდა, -გოგონებმა მაქსიმალურად მოხერხეს საკუთარი თავის წარმოჩენა.
ტრენერები თვლიან, რომ საინტერესო კონტიგენტი შეიკრიბა. ნებისმიერ მათგანში დევს ლიდერობის მუხტი, გააზრებული აქვთ მოტივაცია, რატომ სურთ მოხვედრა ლიდერთა სკოლაში.
ისინი, ვინც ლიდერთა სკოლაში ვერ მოხვდებიან, ფონდი სოხუმისსხვადასხვა ღონისძიებებში გააგრძელებენ მუშაობას.
შეხვედრის მონაწილეთათვის ჩატარდა ვორკშოპი თემაზე: ეფექტური ადვოკატირება.
კლუბის წევრები კიდევ ერთხელ გაეცნენ ადვოკატირების გზებსა და მეთოდებს.
შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც დაისვა - აფხაზეთიდან დევნილთა ახლადგარემონტებული შენობების საწვიმარები დაზიანებულია, რაც კედლების დანესტიანებას იწვევს. ახალგაზრდები განიცდნიან ქალაქში კულტურული, გასართობი ღონისძიებების დეფიციტს, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე შიდა გზები მოუწესრიგებელია.
აღნიშნულ პრობლემებს ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ხონის ადგილობრივ თვითმმართველოში დასვამს, პრობლემები გაშუქდება ადგილობრივი მედიითაც, ვორკ-შოპზე მიღებული ცოდნა მათ ეფექტურ ადვოკატირებაში დაეხმარებათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა
კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ადვოკატირების ჯგუფი ცდილობს კლუბზე დასმული პრობლემები
ადგილობრივ თვითმმმართველობასთან თანამშრომლობით მოაგვაროს. ბოლო შეხვედრა მნიშვნელოვანი გამოდგა მათთვის, მონაწილეებმა
ინტერესით მოისმინეს ვორკშოპი, რომელიც პრაქტიკული ადვოკატირების თემას ეხებოდა. შეისწავლეს
ის გზები და მეთოდები, რასაც პრაქტიკაში - პრობლემების მოგვარებისას გამოიყენებენ...
კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა
კიდევ ერთხელ დასვეს სხვადასხვა სახის პრობლემები. მათ შორის გლობალურიც - რომელიც
თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ეკომიგრანტებს და აფხაზეთიდან დევნილებს ეხებოდა.
ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა
ღნიშნეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დასვამენ ადგილობრივ მთავრობასთან, იმ შემთხვევაში
თუ ბიუჯეტში ვერ მოხერხდა თანხების გამოყოფა, მაშინ ლობირების მიზნით ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
წყალტუბოში ჩატარებულ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს წევრები: ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი და ამავე კომისიის წევრი ლევან ჩაქსელიანი.
საკრებულოს წევრებმა შეკრებილებსგააცნეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. მათი თქმით, წლევანდელი ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული, რაც სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. ისაუბრეს ასევე იმ ერთჯერად დახმარებებზე, რომელიც გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის.
კლუბის წევრებმა ადგილობრივ პრობლემებზეც ისაუბრეს. კერძოდ,წყალტუბოს ახალდასახლებაში რამდენიმე სახლის სახურავი შესაკეთებელია, ჩამოვარდნილია საწვიმარი მილები.
საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული სახლები უკვე გადასულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. რაც პრობლემების მოგვარებას უფრო გაადვილებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
- როგორი იქნება 2013
წლის ქუთაისის ბიუჯეტი, რა ცვლილებებია შეტანილი და ძირითადად რომელი სფეროები
იქნება პრიორიტეტული - ამ საკითხების განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი
ქუთაისში. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ
მიშველიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ მესხი, საიას
ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე თამარ ფაჩულია.
კლუბის წევრებმა
საინტერესოდ განიხილეს ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიცგანათლებას, ჯანმრთელობისა და სოციალურ
დაცვას ეხება.
აღსანიშნავია,
რომ ქუთაისის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, მაგრამ
ეს არ ასახულა სოციალურ პროგრამებზე.
შეხვედრის
მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემებიც დასვეს განსახილველად.ადგილობრივ თვითმმართველობა მზად არის აქტიურად
ითანამშრომლოს ადვოკატირების ჯგუფთან არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტი
ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)