დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქში მოქმედ ამომრჩეველ ქალთა კლუბს
ოთხი სოფლის კლუბი შეემატა. ერთ-ერთი მათგანი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში იქნება.
პირველი შეხვედრა კოკის საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები
(მათ შორის დევნილები) ინტერესით გაეცნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობას დასავლეთ
საქართველოს მასშტაბით, გამოთქვეს სურვილი, თავადაც შეიტანონ წვლილი ადგილობრივი პრობლემების
მოგვარებაში და ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გააქტიურებაზეც იზრუნონ.
კლუბის მოდერატორი დალილა ჩიქავაა - ზუგდიდის საკრებულოს წევრი.
ზუგდიდის საკრებულო საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის რიცხოვნობით
ყველაზე დიდია და მისი 41 წევრიდან მხოლოდ ერთია ქალბატონი. ამიტომ დალილა ჩიქავასთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მდგომარეობა შეიცვალოს.
- მომავალ არჩევნებში მეტი გამარჯვებული ქალი-კანდიდატი რომ
გვეყოლოს, ამისთვის დიდი მუშაობაა საჭირო ამომრჩევლებთანაც და პოლიტიკურ პარტიებთანაც,
- აღნიშნა ქალბატონმა დალილამ.
ამ მისიის შესასრულებლად კოკში შეკრებილმა ქალებმა კლუბის შექმნა
აქტუალურად და დროულად მიიჩნიეს.
პროექტი ხორციელდებადემოკრატიის ნაციონალური ფონდის ( NED) მხარდაჭერით (აშშ)
ამომრჩეველ ქალთა კლუბზე აქცენტი გამახვილდა მოსახლეობის სოციალურად
დაუცველი კატეგორიისპრობლემებზე. იმსჯელეს
კონკრეტულ ფაქტზე: მზისადარ მარჯანიშვილს, რომელიც კლუბის აქტიური წევრია, წლების წინ დაეწვა სახლ-კარი. ის დღემდე სხვის
სახლში ცხოვრობს, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ შეძლეს მისი უზრუნველყოფა საცხოვრებლით.
მზისადარ მარჯანიშვილმა ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბს მიმართა თხოვნით, შუამდგომლობა გაეწიათ სათანადო ორგანოების წინაშე. კლუბმა მოამზადა განცხადებასაქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისადასოციალურსაკითხთაკომიტეტისთავმჯდომარისდიმიტრიხუნდაძის
მისამართით. წერილი საქართველოს
პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტში დარეგისტრირდა (განცხადება 20019).
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორის ელისო ჯიქიას თქმით,
დაზარალებულს პასუხი ჯერ
არ მიუღია, თუმცა ადვოკატირების
ჯგუფს იმედი აქვს, რომ თხოვნა რეაგირების გარეშე არ დარჩება.
პროექტი ხორციელდებადემოკრატიის
ნაციონალური ფონდის ( NED) მხარდაჭერით
(აშშ)
ფონდ „სოხუმს" დღეიდან 6 ახალგაზრდული ცენტრი
ექნება - ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და ხურჩში. ცენტრებს ლიდერთა
სკოლის კურსდამთავრებულები უხელმძღვანელებენ. ცენტრების გაერთიანებით შეიქმნა ახალგაზრდული
ქსელი, რომლის მიზანია რეგიონის ახალგაზრდების მობილიზება და გააქტიურება, მათი ლიდერული
უნარ-ჩვევების გაზრდა და მოტივირება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
საქმიანობაში ჩართვისათვის.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით (შვედეთი)
შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში
ჩატარდა - პანელური დიალოგიგაიმართა კლუბის
წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.
ქალთა კლუბის საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და მის წევრებს გააცნეს ინიციატივა
სახელწოდებით - „ჩემი უბანი - ჩემი სიამაყეა!" - ინიციატივა სოფელ მენჯის დევნილთა
ჩასახლებების დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,
რომელშიც ადგილობრივი თემი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით აქტიურად იქნება ჩართული.
აღნიშნულმა პროექტმა ადგილობრივი
თვითმართველობის წევრთა დაინტერესება გამოიწვია, შეხვედრაზე ითქვა, რომპრობლემა მართლაც აქტუალურია, ამიტომ მის გადასაჭრელად
საკრებულო აქტიურად ითანამშრომლებს სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბთან.
პროექტიხორციელდებასაქართველოში
აშშ საელჩოს მხარდაჭერით.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთ-ერთ შეხვედრაზე კლუბის წევრები
ინიციატივით გამოვიდნენ, თანადაფინანსების პრინციპით სტომატოლოგიური მომსახურეობა
გაეწიათ შესაძლებლობაშეზღუდული (სმენადაქვეითებული) პირებისათვის.
სულ მალე ადვოკატირების ჯგუფმა ამ
იდეის განხორციელებისათვის დაიწყო მუშაობა. პირველ ეტაპზე კლუბის წევრების მიერ დაიწერა
პროექტი, - „ლამაზი ღიმილი სმენადაქვეითებულებს".
პროექტის მიხედვით ჩატარდა მოკვლევა
და შეიქმნა მონაცემთა ბაზა ამ კატეგორიის
ბენეფიციარებზე. პარალელურად გაიმართა მოლაპარაკება ქალაქში არსებულ
ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკასთან, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა მომსახურების
სრული თანხის 20% თავად გადაეხადა. ამის შემდეგ ადვოკატიების ჯგუფის წევრები
შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. წარდგენილი პროექტი
საკრებულოს გადაეცა განსახილველად. რომელიც მოიწონეს და მის განსახორციელებლად
5000 ლარი გამოიყო.
პროექტი უკვე მუშაობს. ბიუჯეტის
მიხედვით მომსახურების 50%-ს იხდის თვითმმართველობა, 20%-ს სტომატოლოგიური
კლინიკა, 30%-ს ბენეფიციარი.
მომზადდა სპეციალური სიუჟეტი რომელიც ტელეკომპანია „რიონით" გადაიცა.
კლინიკა ინტენსიურად მუშაობს, ბენეფიციარების დიდმა ნაწილმა უკვე ისარგებლა
სტომატოლოგიური მომსახურებით.
ადვოკატირების ჯგუფი მომავალშიც გეგმავს ამ კატეგორიის ადამიანების საზოგადოებაში
ინტეგრირებისთვის მუშაობას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე კლუბის მოდერატორებმა -
ნათია კიკვაძემ და ეთერ დიასამიძემ გასულ თვეში ჩატარებული მუშაობის მოკლე
ანგარიში გააკეთეს.
ადვოკატირების ჯგუფმა ქალაქის მერიას მიმართა განცხადებით მოხუცებულთა
თავშესაფარში მყოფი ქალბატონებისათვის 8 მარტს გამოეყოთ ერთჯერადი თანხა
მედიკამენტებისთვის. აღნიშნული მოთხოვნა ბათუმის მერიამ დააკმაყოფილა.
ვინაიდან კლუბის წევრები ქობულეთელი ქალბატონებიც არიან და
მათ შორის უსინათლოთა კავშირის წევრებიც,მათი ინიციატივით ადვოკატირების ჯგუფმა ანალოგიური
განცხადებით მიმართა ქალაქ ქობულეთის მერიას, თუმცა კლუბის წევრთა მოთხოვნა ვერ
დაკმაყოფილდა ქალაქის მწირი ბიუჯეტის გამო.
კლუბის წევრები მომავალში ქალაქის დანაგვიანებული ადგილების,
კერძოდ, ბარცხანის ტერიტორიის დასუფთავების საკითხს გაუწევენ ადვოკატირებას,
რომლის მოწესრიგებაში თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან.
კლუბის შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას ესწრებოდა
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს
გამოცდილება გაუზიარეს.
დემოკრატიის ჩართულობის
ცენტრში 25 - მდე ქალი შეიკრიბა. აქტიურმა წევრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე და მათ ადვოკატირებაზე. აქტიურად განიხილეს
პროფესიული კოლეჯის აღდგენის საკითხი.
სპეციალურად მოწვეულმა
სტუმარმა - გამგებლის მოადგილემ გიორგი თოდუამ
- კლუბის წევრებს პრობლემების გადაჭრის გზები
ასწავლა, ის ახლოს გაეცნო კლუბის მუშაობას და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილიც
გამოხატა.
შეხვედრას ასევე
ესწრებოდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიური წევრი, გამგეობის პრეს-სამსახურის უფროსი
- მაია ღურწკაია.