პირველ რიგში, ისინი დაესწრნენ მემორანდუმის ხელმოწერას ქალაქ ოზურგეთის მერიას, ქალაქის საკრებულოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის.
შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ოთახში გაიმართა საუბარი ჟურნალისტთა როლზე, კონკრეტულ მასალებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერული პოლიტიკის დანერგვას.
ბოლოს კი ჟურნალისტებმა სოლიდარობის ნიშნად გადაიღეს ფოტო სლოგანით „ქალს აქვს უფლება, იცხოვროს ძალადობის გარეშე“. ჟურნალისტებს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებიც შეუერთდნენ.
გასული წლის ბოლოს მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს ფონდ „სოხუმსა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის. 31 ოქტომბერს მემორანდუმი გაფორმდა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის უკვე არსებული ერთობლივი საქმიანობის ახალი ეტაპი და განსაზღვრავს მხარეების მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დანერგვის მხარდაჭერას. აქცენტი გაკეთდა გენდერული თანასწორობის კუთხით სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ქუთაისში, სასტუმრო „კოლხეთში“. შეკრებილები გაეცნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.
ამ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილების თხოვნით დაიწერა განცხადება ქ. ქუთაისის მერის სახელზე შენობის გადახურვის თაობაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ განცხადების ჩაბარების შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს მიმართონ სხვა პრობლემების (სარდაფის დასუფთავება, წყლის ამოტუმბვა, სადარბაზოს მოწესრიგება) მოგვარების მოთხოვნითაც - თუნდაც თანადაფინანსებით.
გრძელდება ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები საკრებულოს წევრებთან.
27-29 ოქტომბერს საბჭოს წევრები შეხვდნენ „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეს თეიმურაზ კიკვაძეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი ქობალიანს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს კახაბერ დვალიშვილს, საკრებულოს წევრებს ბესიკ გაბადაძესა და ამირან ძოწენიძეს.
საკრებულოს წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ. საკრებულოს წევრების აზრით, საბჭო ხელს შეუწყობს გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას. მათ გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები კიდევ ერთხელ ახსენებენ ქალებს, რომ ძალადობა ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს. მეტიც – პრობლემა უფრო გამწვავდა, 20–ზე მეტი ქალია მოკლული ძალადობის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ამიტომაც ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ოქტომბერში სამობილიზაციო შეხვედრები ძალადობის თემაზე საუბარს დაუთმეს.
შეხვედრების მონაწილე ქალებმა აღნიშნეს:
„მინდა, რომ ჩემმა ქალიშვილმა უფრო სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს ვიდრე მე, არ იყოს გარემოების მსხვერპლი.“
„საკმარისია ის, რაც ხდება!“
„ქალებს გვაქვს სიცოცხლის უფლება!“
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
62 მოქალაქე ესწრებოდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრას ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში თემაზე „სამეზობლო ურთიერთობების სამართლებრივი სახეები“. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ხშირია სამეზობლო კონფლიქტები ინფორმაციის უქონლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, სამეზობლო ურთიერთობების დროს განსაზღვრულია ურთიერთვალდებულებები და მოვალეობები: ურთიერთპატივისცემა, საერთო სარგებლობისთვის გაწეული ხარჯების თანაბარი განაწილება, მეზობლის ნაკვეთზე გადასული ხის ნაყოფზე უფლება და ა. შ.
გაიცა კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე: დევნილის სტატუსის აღდგენა, შევსებული აპლიკაციების შედეგების გამოთხოვა, დაბადების მოწმობის აღდგენის პროცესები, კოლექტიურ ცენტრში „ამხანაგობის“ ჩამოყალიბება.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტები გაეცნენ ქალთა ორგანიზაციის, ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას და თანამშრომლობის სურვილიც გამოხატეს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სტუდენტებს არაერთი პრობლემა აქვთ - მეტი მხარდაჭერაა საჭირო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათ გასააქტიურებლად.
სტუდენტებმა ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში.
ამავე დღეს ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების წევრები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს - ლაშა სირაბიძეს შეხვდნენ. მისი დახმარებით ლეონიძის 15-ში, დევნილთა დასახლებაში შიდა განათების პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით