ქუთაისის კულინარიულ კერძო სასწავლებელში 1 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა პირველად ჩაატარა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 გოგონამ.
შეხვედრის თემა - ეთიკა, ესთეტიკა და სქესობრივი აღზრდა.
აუდიტორია ნაკლებად იყო ინფორმირებული მსგავს საკითხებზე, თუმცა დისკუსიაში ჩაერთნენ. კიდევ დაიგეგმა მათთან შეხვედრის ჩატარება. ეს გავლენას მოახდენს მათ ცნობიერებაზე.
ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა 12 გოგონასთან წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც. ისინი თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, საუბრობდნენ პრობლემებზე.
-სქესობრივ აღზრდაზე საუბარი ცოტათი უხერხული მგონია, რაც ეთიკასა და ესთეტიკას ეხება, ეს მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები ნაწილობრივ გამოასწორებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს,- აღნიშნა ერთ-ერთმა გოგონამ.
შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც. მასში მონაწილეობა მიიღო 9 ბიჭმა და 2 გოგონამ. შეხვედრის თემამ გამოიწვია აქტიური დისკუსია, ბიჭები ძალიან აქტიურობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: „საინტერესო თემაა, მაგრამ ჯერ არ არის საზოგადოება მზად მისი განხილვისთვის. მსგავსი შეხვედრები სწორედაც რომ მოამზადებს ნიადაგს“.
შეხვედრის მონაწილეთა შორის - ერთ-ერთი იყო ფონდი „სოხუმი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს თანამშრომლები ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით დანერგილი სიახლეები გააცნო. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა კი სამინისტროს მიერ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა და გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
სექტემბრისა და ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად ხალხმრავლობა იყო კოლექტიურ ცენტრებში.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები.
შეხვედრებზე სხვადასხვა თემასთან ერთად (ოჯახში ძალადობა, განსახლება, ყოფითი პრობლემების ადვოკატირება) ისაუბრეს მშვიდობაზე, მის აუცილებლობაზე ნორმალური ცხოვრებისათვის. მშვიდობის თემა ძირითადად აირჩიეს იმიტომ, რომ 21 სექტემბერი, გაეროს გადაწყვეტილებით, არის მშვიდობის საერთაშორისო დღე.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ქუთაისში, უკრაინულ სამზარეულო „ხუტოროკში“ მომუშავე პერსონალს შეხვდნენ. ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ყოფით დაინტერესდნენ - თუ რა პრობლემები აქვთ, რამდენად ადაპტირებულად გრძნობენ თავს საქართველოში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართველ, რუს და უკრაინელ თანამშრომლებს (15 თანამშრომლიდან 12 ქალია) ერთნაირი პრობლემები აერთიანებთ, თუმცა ეს ხელს არ უშლის მათ შორის ჰარმონიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
-მამით უკრაინელი და დედით რუსი ვარ! მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ქართველებთან კარგი ურთიერთობები მაქვს, - აღნიშნა ლუბოვ პოპოვამ.
„ხუტოროკში“ აფხაზეთიდან დევნილი ორი ქალბატონიც მუშაობს - ისინი ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი თქმით, უკვე დაწყებულია შენობის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ფართების დამტკიცებას ელოდებიან.
განსახლების თემაზე დასმულ შეკითხვებს ფონდი „სოხუმის“ იურისტმა უპასუხა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
28-29 სექტემბერს, სტამბულის მშვიდობისმყოფელ ქალთა შეხვედრაზე ფონდი „სოხუმისა“ და აფხაზური ორგანიზაცია AWA-ს აქტივისტებმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს.
ტრენინგების, მრგვალი მაგიდების, ვორკშოპების ციკლი, რომლებიც ქალების, გენდერის, მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოების თემას ეხებოდა, პროექტის მონაწილეების შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც უშუალოდ პროექტში ჩართული ქალებისა და გოგონებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც შეხება ჰქონდა საპროექტო ღონისძიებებთან. ქალებმა არა მხოლოდ მიიღეს ინფორმაცია, არამედ ისწავლეს პრობლემების იდენტიფიცირება, შეძლეს რამდენიმე საკითხის ადვოკატირება.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დაინახეს ადამიანური უსაფრთხოების, კერძოდ - გენდერული უსაფრთხოების საკითხების სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანის მნიშვნელობა და სამოქალაქო ჯგუფებისა და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურის, მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონსოლიდაციის მნიშვნელობა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის უზრუნველსაყოფად. გამოითქვა გულწრფელი სურვილი პროექტის გაგრძელებისა, რათა მოხდეს იმ ჯგუფების გაძლიერება, რომელთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში სერიოზული გარღვევებია, განხორციელდეს თანამშრომლობა სტრუქტურებთან, რომელთაც ხელეწიფებათ არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შეცვლა.
შეხვედრას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა ორივე ორგანიზაციის ძალისხმევა, უფრო აქტიური გახადოს მათი თემის ქალები და გოგონები საკუთარი უფლებების დასაცავად, სტაბილური მშვიდობის დასამკვიდრებლად.
წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები 27 ბენეფიციარისთვის. შეხვედრებზე საუბარი წარიმართა წყვილთა შორის კრიზისსა და რისკ-ფაქტორებზე. თემა ქალბატონებისათვის საინტერესო და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოსადეგი აღმოჩნდა. ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, მოიყვანეს მაგალითები პირადი ურთიერთობებიდან.
გარდა ამისა, ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდა 2 ბავშვსა და 3 ქალბატონს, რაც მათთვის ფსიქოლოგიური სეანსების ციკლს მოითხოვს. ინდივიდუალური შეხვედრების აუცილებლობა გამოიწვია რთული ქცევის ბავშვებთან დაკავშირებულმა პრობლემამ.
რაც შეეხება ქალბატონებს, მათთან ინდივიდუალური შეხვედრების მიზეზი სხვადასხვა ცხოვრებისეულ ტრავმაზე აღმოცენებული დეპრესიის განვითარებაა.
ქუთაისში ქსელურ შეხვედრაზე მობილიზატორებმა წარმოადგინეს ქალთა მხარდაჭერისა და კოლექტიურ ცენტრებში სექტემბრის თვეში ჩატარებული მუშაობის ანგარიში. ისაუბრეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ მშვიდობის საერთაშორისო დღის - 21 სექტემბრის აღნიშვნის შესახებ.
პროექტის ასისტენტებმა მობილიზატორებს მიაწოდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის შესახებ გავრცელებული განცხადება: „ყველა დევნილმა უნდა დაიკანონოს ის საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს კანონიერად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მაშინ როცა სახელწიფოს ან კერძო საკუთრებაში არის ფართები, არ იციან, რა ნაბიჯი გადადგან და მუდმივად არიან გაურკვევლობის განცდაში. ეს გაურკვევლობის განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer