ბათუმში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები მერიის სათათბირო დარბაზში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. პირველ რიგში, საბჭოს წევრებმა ბოლო დროს მოხშირებული ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები დაგმეს და აღნიშნეს, რომ ყოველი ღირსეული ადამიანი მკაცრად უნდა გაემიჯნოს ძალადობის ყოველ გამოვლინებას. დაისვა კითხვა: „რა უნდა დავუპირისპიროთ ამ სოციალურად მახინჯ მოვლენას?“ ითქვა, რომ ინფორმაციის, განათლების ნაკლებობა დიდწილად განაპირობებს ძალადობის მომძლავრებას. აქვე მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში ამ კუთხით შესული ცვლილებების განხილვა, დისკუსია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე.
საბჭოს სხდომაზე საკრებულოსთვის კვლევის საფუძველზე წარსადგენი რეკომენდაციები შეაჯერეს. მოხდა იმ პროექტებისა და პროგრამების განხილვა, რომელთა ადგილობრივ ბიუჯეტში ინტეგრირებაც იგეგმება. შეირჩა ადვოკატირების საკითხები.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
პირველი საკითხი, რომელიც სხდომის დღის წესრიგში იდგა, ეხებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივებს. მომზადდა წერილი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ჩართულ იქნას საჯარო მოხელეთა შერჩევის საკონკურსო-საატესტაციო მუშაობაში.
საბჭოს წევრებმა გააგრძელეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება. ეს საქმიანობა ურეკში ჩატარებულ ტრენინგზე დაიწყო. დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევის ადგილობრივ სამოქმედო გეგმას.
გაიმართა მსჯელობა გენდერული ასპექტების კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის თაობაზე, რაც ოქტომბერში განხორციელდება საბჭოს წევრების მიერ. მონიტორინგის შემდეგ ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რათა ახალ საბიუჯეტო პროგრამებსა და პროექტებში გათვალისწინებულ იქნას გენდერული ასპექტები.
ფონდი „სოხუმის“ ასისტენტებმა კიდევ სამი შეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდებთან თემაზე „ეთიკა, ესთეტიკა და სქესობრივი აღზრდა“.
ფოთში შეხვედრას ესწრებოდა 14 ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა დედები. საინტერესო და აქტიური დისკუსია გაიმართა. როგორც აღინიშნა, მსგავს თემაზე საუბარი დადებითად მოქმედებს ცნობიერებაზე. ეთიკა და ესთეტიკა ოჯახის სარკეა, სქესობრივი აღზრდა კი ფრთხილი საკითხია, რომელსაც თავისი სპეციფიკა სჭირდება.
კოკში ჩატარებულ შეხვედრაში ძირითადად მეთერთმეტეკლასელები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანის აზრით, „ეთიკურობა და ესთეტიკურობა მიმზიდველი თვისებებია. სწორედ ეს თვისებები არის უკონფლიქტობის, კომუნიკაბელურობის, ინტელექტუალურობის მაჩვენებელი“.
აქტიურობდნენ შეხვედრაზე სენაკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ეთიკისა და ესთეტიკის საკითხებმა დააინტერესა შეხვედრის მონაწილენი, რაც შეეხება სქესობრივ აღზრდას, ითქვა, რომ ეს არის ძალიან ინტიმური საკითხი, რომელსაც საჯაროდ განხილვა არ უხდება.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დაეთმო გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებას, რომელიც საყრდენი იქნება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გატარებისათვის. პრიორიტეტებად არჩეულ იქნა განათლების, ჯანდაცვის სფეროები, აქცენტი გაკეთდა გენდერული მექანიზმის შექმნასა და მის გაძლიერებაზე.
სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეების მხრიდან წამოვიდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ გენდერული მრჩევლების კანდიდატურები წარდგენილ იქნან გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობიდან.
სენაკში ჟურნალისტებთან შეხვედრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა - ისინი ამომრჩეველ ქალთა კლუბზე მივიწვიეთ, რათა მათ მასალებში კიდევ უფრო მეტად აისახოს გენდერული საკითხები, დევნილთა პრობლემები.
სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები, რამაც დისკუსია კიდევ უფრო საქმიანი და კონსტრუქციული გახადა.
შეხვედრაზე მოეწყო პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის“ ჟურნალისა „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები“. ჟურნალი პირველი საპროექტო წლის ბოლოს გამოვიდა. მასში, სხვა მასალებთან ერთად, არის სტატიები სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბისა და ჟურნალისტებთან თანამშრომლობის შესახებ.
პირველ რიგში, ქუთაისის ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელთა შეხვედრა.
შემდეგ კი შეხვედრის საქმიანი დეტალები: ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, გენდერული აქცენტების გაკეთება, პირადი გეგმების დასახვა...
ფონდ „სოხუმში“ შეკრებილი ჟურნალისტები კარგად ხედავენ და გრძნობენ გენდერულ/სოციალურ დაკვეთას და აქტიურად მუშაობენ ამ კუთხით.
მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ახალგამოცემული ჟურნალი-ანგარიში „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები“, რომელშიც ერთი სტატია ქუთაისელ ტელეჟურნალისტს, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრს ნანა რობაქიძეს ეძღვნება, კიდევ ერთი წერილი კი - ჟურნალისტებთან მუშაობის სპეციფიკას ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში.
8-9 ოქტომბერს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთერთმეტე სხდომა გაიმართა.
სხდომა მიეძღვნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგად შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტის საბოლოო ვერსიიდან პრიორიტეტების გამოკვეთას.
2015 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, 50 რეკომენდაციიდან 13 შეირჩა. პრიორიტეტი გაკეთდა სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო პროგრამაში გენდერული ასპექტების ასახვაზე და პროგრამის ეფექტურ განხორციელებაზე, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის პროგრამაზე, სპორტის გენდერულ ბალანსირებაზე.