კვირა, 24.11.2024, 07:38
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

21 დეკემბერს, მობილიზატორთა ქსელურ შეხვედრაზე, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიისთვის მზადების და 25 ნოემბერს საქართველოს ქალაქებში  ერთდროული აქციის ჩატარების საკითხები განიხილეს.

ქსელურ შეხვედრაზე სოციოლოგმა თათა კალანდაძემ მობილიზატორებს ჩაუტარა კონსულტაცია კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ კვლევასთან დაკავშირებით.

მობილიზატორებმა გასულ თვეს ცენტრებში ჩატარებულ მუშაობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს მობილიზატორებს დაურიგდათ კამპანიის ატრიბუტიკა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 661 | დაამატა: admin | თარიღი: 21.11.2014

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკისა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებს. საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებზე. დისკუსიაში ორივე მხარე აქტიურად იყო ჩართული. მოხდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა.

შეხვედრა ფონდი „სოხუმისა“ და საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელობამ შეაჯამა. ხაზგასმული იქნა მისი უდიდესი მნიშვნელობა გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პერსპექტივების კუთხით. ფონდის მესვეურებმა გამოყვეს საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საპარლამენტო საბჭოსთან თანამშრომლობა და ერთობლივი სტრატეგიის დასახვა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში პირველად ჩატარდა ამ მასშტაბის შეხვედრა საკრებულოს წევრებთან და ეს პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია: „მიხარია, რომ ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან მოქალაქეების საჭიროებებთან. ხელისუფლება ხომ, პირველ რიგში, გვჭირდება იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახდეს და ამისთვის სწორად დაიხარჯოს ბიუჯეტი. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა თქვენთან, ვისაც შეუძლია მსჯელობა არსებულ პრობლემებზე და მათი მიტანა იმ ადამიანებისადმი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს“.

გადაწყდა, რომ მომავალ შეხვედრებს თემატური დატვირთვა მიეცეს, რაც საკითხების სიღრმისეული განხილვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საწინდარი იქნება.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 13.11.2014

16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ფონდი „სოხუმის“ და  თვითმმართველობის ერთობლივი ღონისძიებები ამ მიმართულებით; ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების განხილვა; მოსამზადებელი სამუშაოები ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის შემუშავებისთვის - ამ საკითხების განსახილველად ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფი, მერიისა და საკრებულოს გენდერულ მრჩევლებთან ერთად, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრების მიზანი - საბჭოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები და კამპანიის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების დასახვა.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 816 | დაამატა: admin | თარიღი: 12.11.2014

ორგანიზაციის „ერთობა თანადგომისათვის“ ოფისში ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო  შეხვედრა ჩატარდა.

საუბარი შეეხო დევნილთა პრობლემებს - ითქვა, რომ დევნილთა უმრავლესობა მხოლოდ სეზონურადაა დასაქმებული. უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა.

დისკუსია გაიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე. მონაწილეებმა 25 ნოემბერს ფონდი „სოხუმის“ მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 774 | დაამატა: admin | თარიღი: 12.11.2014

 

10 ნოემბერს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა და ოთხი ქალაქის (ქუთაისი, სენაკი, ოზურგეთი, ბათუმი) საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობაში“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ოქსფამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ”სოხუმის” ხელშეწყობით.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აღნიშნულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების, მათ შორის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საჯარო განხილვა მოხდა.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს თავიანთი მუშაობა, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე. დისკუსიის მსვლელობისას გაჟღერდა რეკომენდაციები საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით, რაც დაფუძნებულია საბჭოების მუშაობის პრაქტიკაზე. 

კონფერენციას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 10.11.2014

 

03.11.14 - თვის პირველი შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში, ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში.

შეხვედრას ესწრებოდა 17 გოგონა და ბიჭი: გულახდილები, საინტერესო მოსაუბრეები, ინფორმირებულები. აქტიური დისკუსია გაიმართა, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ბიჭები, რომლებიც გმობდნენ  ძალადობას.

სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბი, რომელშიც 20 აქტიური მოსწავლეა გაერთიანებული. მოსწავლეები მიჩვეულნი არიან საკუთარი აზრის გამოთქმას, დასაბუთებას, ბევრი რამ იციან აქტუალური პრობლემების შესახებ. ეს შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა.

ბექა წილოსანი: „რატომ ჰგონია მამაკაცს, თუ ქალს დაარტყამს, ამით ის ძლიერი და ოჯახის თავია, ვერ ვგებულობ. ქალი ბევრად ძლიერია, ვიდრე მამაკაცი, ამას ვაღიარებ საკუთარი ოჯახის გამოცდილებიდან. სწორედ ქალს უნდა გაფრთხილება და სითბო, თუ გვინდა, რომ ოჯახმა იარსებოს.“

05.11.14 - მეორე  შეხვედრა  წყალტუბოს 1-ლ  სკოლაში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 23 მოსწავლემ. ისინი გულწრფელად საუბრობდნენ.

ერთ-ერთმა ბიჭმა აღნიშნა, თეორიულად ვიცი, როგორ ვიცხოვრო ჰარმონიულად ჩემს მეუღლესთან, მაგრამ პრაქტიკულად როგორ შევეთვისები თანასწორობას, არ ვიციო.

სტერეოტიპები ჯერ კიდევ ძლიერია - მსგავსი შეხვედრები დროთა განმავლობაში ცვლის ახალგაზრდების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

06.11.14  - ხონის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 ახალგაზრდამ. როგორც გაირკვა, მათთვის ეს თემა აქტუალურია, მათ ბევრი რამ იციან პრობლემის შესახებ.

„ჩვენთან ბევრი მაგალითია ოჯახური ძალადობის. ქალები პასიურები არიან - არ მესმის, როცა თავს იმართლებენ იმით, რომ წასასვლელი არ აქვთ, - აღნიშნა ერთმა მონაწილემ. მეორემ კი ასეთი  ფაქტი გაიხსენა: ქმარი ძალადობდა ცოლზე, მეზობელმა დარეკა პოლიციაში. როდესაც მოვიდნენ, ქალი უარი განაცხადა და  მეზობლები დაადანაშაულა.“

ახალგაზრდებში საინტერესო დისკუსიები იმართება, რაც ხელს უწყობს მათი ცნობიერების შეცვლას, მათში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 707 | დაამატა: admin | თარიღი: 07.11.2014

 

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ნიკეას ქუჩაზე (ყოფილი კოოპერაციული საწარმოს შენობა) ჩატარდა. გარემონტებულ შენობაში 75 დევნილი, ხოლო 6 ადგილობრივი ოჯახია ჩასახლებული. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, შენობა დევნილთათვის დაკანონებულია, ხოლო ის ადგილობრივი ოჯახები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის (სტიქიური უბედურება, ხანძარი)  გამო ჩაასახლეს, ფართების დაკანონებას მოითხოვენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შენობის ნაწილს არა აქვს აივნები, ეზოში არ არის გამწვანება, საბავშვო გასართობი მოედანი, მოუწესრიგებელია შესასვლელი გზა (წვიმების დროს იტბორება, არის ტალახი). აღნიშნული საკითხების შესწავლას და მოგვარებას დევნილები სთხოვენ მაჟორიტარ დეპუტატს, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს - ირმა პეტრიაშვილს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 766 | დაამატა: admin | თარიღი: 05.11.2014

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0