სამშაბათი, 19.03.2024, 09:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ივნისის თვეში რეპროდუციული ჯანმთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.

შეხვედრის თემა იყო: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მედიკამენტოზური აბორტი, კლიმაქტერიული პერიოდი, ჰორმონალური დარღვევები, ვირუსული და ინფექციური დაავადებები და სხვა.

„ჩვენთვის, რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე. საშუალება გვაქვს ჩვენი პრობლემები გავუზიაროთ სპეციალისტს და მივიღოთ მისგან შესაბამისი რჩევები."- ითქვა შეხვედრაზე.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1060 | დაამატა: admin | თარიღი: 23.06.2010

- რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა, რა იციან ამ საკითხებზე და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა მათ რეგიონში - ამ საკითხებზე გამართა მსჯელობა  სენაკის მესამე საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან, რომელიც ფონდი „სოხუმის" ექსპერტთა ჯგუფმა მოაწყო.

მონაწილეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს აღნიშნულ საკითხებზე. მათი აზრით, პრობლემა საგანგაშოა და ზიანი მოაქვს არა მარტო კონკრეტული ადამიანებისათვის, არამედ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მთელს საზოგადოებაზე.

მოსწავლეები განსაკუთრებით გულახდილები იყვნენ, როცა საუბრობდნენ იმ ბავშვებზე, რომლებით იზრდებიან ოჯახური ძალადობის ფონზე. ცოცხალი მაგალითებით საუბრობდნენ ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე.

მოსწავლეებმა იურისტებისაგან ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ბავშვთა უფლებებზე, მოვალეობებზე. მათი აზრით, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებულობას ძალადობის პრობლემის ირგვლივ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 979 | დაამატა: admin | თარიღი: 05.06.2010

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩვეული რიტმით აგრძელებს მუშაობას.

ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ხურჩაში ყოველთვის ხალხმრავლობაა გინეკოლოგთან შეხვედრისას. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს დიდი ინტერესით ისმენენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.

 შეხვედრების თემა იყო - ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ორსულობა, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების პრევენცია და ა. შ.

მონაწილეებს დაურიგდათ თემის ამსახველი საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1061 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2010

- მიღებული ინფორმაციები დამეხმარება დავიცვა საკუთარი უფლებები, ვიბრძოლო   პრობლემების მოსაგვარებლად, ეს  შეხვედრები მეხმარება ვისწავლო ადამიანებთან ურთიერთობა, ვიყო თავისუფალი ყოველგვარი კომპლექსებისაგან.

-  ჩემი ახლობლები და ნაცნობები მეუბნებიან, რომ ძალიან შევიცვალე, უფრო თავისუფალი და საინტერესო გავხდი. მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, რაც მე მეხება.

- ეს მოსაზრებები იმ გოგონებს ეკუთვნის, რომლებიც ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.

შეხვედრები ჩატარდა ხონისა(21.05.10.) და სენაკის(25.05.10) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ახალგაზრდა გოგონები ამ შეხვედრებზე ეცნობიან ასევე საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1136 | დაამატა: admin | თარიღი: 25.05.2010

საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", რა იცით ამ კანონზე, როდის იქნა მიღებული, რა გინდათ იცოდეთ - ამ შეკითხვებით დაიწყო „გაკვეთილი"  ფონდი „სოხუმის" იურისტმა ინგა მაღლაფერიძემ ხონის მე-4 საჯარო სკოლაში, რომელსაც  უფროსკლასელები ესწრებოდნენ.

მონაწილეთა უმრავლესობას მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა კანონის არსებობაზე, რის გამოც განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს კომპეტენტური ინფორმაციები როგორ იცავს კანონი ოჯახური ძალადობის მსხვერპლს.

მსგავსი გაკვეთილების მიზანია გაიზარდოს ინფორმირებულობის დონე მოზარდებში, რათა კარგად გააცნობიერონ რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა და როგორია მისი სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 948 | დაამატა: admin | თარიღი: 21.05.2010

- ბავშვობაში ჩემი მშობლები ხშირად მადარებდნენ სხვა ბავშვებს. არასდროს მომისმენია მათგან შექება. როცა განვაცხადე, რომ მინდა გავხდე პარიკმახერი, ჩემზე გაეცინათ და მითხრეს, რომ ჩემით არ ამაყობენ. ყოველთვის დამჯერე, მორცხვი ბავშვი ვიყავი. ყველაფრის  მეშინოდა, რადგან დედას შეეძლო ჩემი ცემა, - ასეთი რამ უამბო ფსიქოლოგს თავის ბავშვობაზე  ერთ-ერთმა მონაწილემ.

 შეხვედრაზე შექმნილმა ნდობის ატმოსფერომ უბიძგა მას ბოლომდე გახსნილიყო და ესაუბრა ბავშვობაში გადატანილ განცდებზე.

ფსიქოლოგმა მაისის თვეში 11 ინდივიდუალური და ექვსი ჯგუფური შეხვედრა მოაწყო სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილ ქალებთან.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1121 | დაამატა: admin | თარიღი: 19.05.2010

 

„სამგურალი", „მედეა", „გეოლოგი"-  ეს ის კოლექტიური ცენტრებია, სადაც ფონდმა „სოხუმმა" საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში.  მოსახლეობაში ნიჰილისტური განწყობა შეინიშნებოდა არჩევნებთან დაკავშირებით.  წყალტუბოში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი დღემდე გაურკვეველია. რის გამოც გაღიზიანებულები და აგრესიულები არიან. 

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მაგალითზე გენდერული თვალსაზრისით არსებულ მონაცემებს, ქალთა მოძრაობის გამოცდილებას.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების გაცნობა. გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ადგილობრივი დონის არჩევნებში არც ერთი დევნილი ქალი არ მონაწილეობს, რასაც იმითი ხსნიან, რომ ჭკვიანი, განათლებული ქალების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ გასული. რის გამოც აუცილებელია მეტი ხელშეწყობა ქალებს, რათა მათ საკუთარ ქვეყანაში მოახერხონ შესაძლებლობების რეალიზება.

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების”  (CR) (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1084 | დაამატა: admin | თარიღი: 13.05.2010

« 1 2 ... 61 62 63 64 65 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0